1. დაავადების პირველი კლინიკური ნიშანი, ჩვეულებრივ, არის მაღალი ტემპერატურა (40°C-ზე მეტი), რომელსაც თან ერთვის დეპრესია, მადის დაკარგვა, სუნთქვის გახშირება-გაძნელება, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან. ღორები ავლენენ არაკოორდინირებულ მოძრაობებს და უწესრიგოდ, ჯგუფურად დადიან. დედა ღორს შესაძლოა ნაყოფი მოსწყდეს ნებისმიერ ეტაპზე. ზოგ ღორს შესაძლოა აღენიშნებოდეს ღებინება და ყაბზობა, ხოლო ზოგს შესაძლოა განუვითარდეს სისხლიანი დიარეა. სისხლსავსე ან ჰემორაგიული კანქვეშა ადგილები კიდურებსა და ყურებზე ხდება უფრო ხილვადი. სიკვდილამდე შესაძლოა განვითარდეს კომა, რომელსაც ადგილი აქვს კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან პირველ-მე-7 დღეს. სადგომში ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შეიძლება მიაღწიოს 100%-ს.
2. სიკვდილისშემდგომი ნიშნებია: ტიპური ჰემორაგიული სინდრომი ტანხორცის გენერალიზებული შეშუპებით, გულმკერდში და მუცლის ღრუში სისხლის შემცველი ექსუდატი, გადიდებული მუქი ფერის ელენთა, ჰემორაგიული ლიმფური ჯირკვლები, რომლებიც ჰგავს სისხლის კოლტებს, განსაკუთრებით თირკმლის და კუჭ-ღვიძლის ლიმფური ჯირკვლები, პეტექიური სისხლჩაქცევები თირკმელებში (კორტიკო-მედულარულ პირამიდებში და თირკმლის მენჯში), მუცლის სეროზულ გარსში, კუჭ-ნაწლავის ლორწოვან გარსსა და გულში (ეპიკარდიუმი და ენდოკარდიუმი), ჰიდროთორაქსი და პეტექიური სისხლჩაქცევები პლევრის ღრუში.
3. ჩვეულებრივ, ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) მწვავე ფორმა გვაძლევს ღორის კლასიკური ჭირის მსგავს კლინიკურ და პათოლოგიურ სურათს. კანზე და ყურებზე სისხლჩაქცევების არსებობა საკმაოდ ადვილად შესამჩნევია და იწვევს ეჭვს ღორის კლასიკურ ან აფრიკულ ჭირის (ცხელების) მწვავე ფორმაზე. რამდენიმე სხვა დაავადებაც ვლინდება მსგავსი დაზიანებებით.
4. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) მწვავე ფორმა განიხილება იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ეჭვი წითელ ქარზე, ღორის რეპროდუქციულ და რესპირატორულ სინდრომზე, კუმარინით მოწამვლაზე, ჰემორაგიულ გამონაყარზე, გოჭების ასაკის შემდგომ (ბურვაკი) მრავალსისტემური კახექსიის სინდრომზე, ღორის დერმატიტზე და ნეფროპათიის სინდრომზე, სალმონელას ან პასტერელოზის ინფექციებზე ან ნებისმიერ ენტერიტულ ან რესპირატორულ სინდრომზე, რომლებიც მიმდინარეობს ცხელებით და არ რეაგირებს ანტიბიოტიკებით მკურნალობაზ