1. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის ერთგვაროვანი პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური რეგლამენტი − ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო (შემდგომში − დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო) ადგენს:
ა) ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) სათანადო დიაგნოზისთვის კლინიკური და პათანატომიური გამოკვლევისა და ლაბორატორიული გამოკვლევების პროცედურების, ნიმუშების აღების მეთოდებისა და შედეგების შეფასების კრიტერიუმების სახელმძღვანელო მითითებებს და მინიმალურ მოთხოვნებს;
ბ) ბიოუსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს და ხარისხის სტანდარტებს, რომელიც დაცული უნდა იქნეს დიაგნოსტიკური ლაბორატორიის მიერ და ნიმუშების ტრანსპორტირებისას;
გ) ლაბორატორიულ გამოკვლევების მეთოდებს, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკისათვის ვირუსის იზოლატის გენოტიპირებისათვის.
2. ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრისას ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს გამოსაყენებელი ტესტების მგრძნობელობა. იმ ცხოველების რაოდენობა, საიდანაც უნდა მოხდეს ნიმუშების აღება, უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე მითითებულია დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში, თუ გამოსაყენებელი ტესტის მგრძნობელობა არ არის ძალიან მაღალი.
3. დიაგნოსტიკის სახელმძღვანელო განკუთვნილია ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) კონტროლზე პასუხისმგებელი უწყებისათვის − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) და ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დიაგნოსტიკის განმახორციელებელი ლაბორატორიებისათვის.
4. ღორის აფრიკული ჭირის (ცხელების) დადასტურება ეფუძნება:
ა) დაავადების კლინიკური ნიშნებისა და სიკვდილისშემდგომი დაზიანებების გამოვლენას;
ბ) ღორის ქსოვილის, ორგანოს, სისხლის თუ ექსკრეტის ნიმუშებში ვირუსის, ანტიგენის ან გენომის გამოვლენას;
გ) სისხლის ნიმუშებში სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენას.
5. ღორის აფრიკულ ჭირზე (ცხელებაზე) მომუშავე ლაბორატორიამ შეიძლება მოახდინოს დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოში ჩამოთვლილი ლაბორატორიული გამოკვლევების მოდიფიცირება, ან გამოიყენოს განსხვავებული ტესტები იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია თანაბარი მგრძნობელობისა და სპეციფიკურობის ჩვენება.
6. მოდიფიცირებული ან განსხვავებული ტესტების მგრძნობელობა და სპეციფიკურობა უნდა შეფასდეს პერიოდული შედარებითი ტესტებით, რომელთა ორგანიზებასაც უზრუნველყოფს რეფერენსლაბორატორი