1. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული ზომების გაუქმება დამცავ ზონაში, ზონაში განთავსებულ ყველა სადგომში:
ა) უნდა ჩატარდეს კლინიკური გამოკვლევა ამ დიაგნოსტიკური სახელმძღვანელოს მე-8 მუხლის მე-5-მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;
ბ) უნდა მოხდეს სისხლის ნიმუშების აღება სეროლოგიური გამოკვლევისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. ასაღები ნიმუშების მინიმალური რაოდენობა უნდა იძლეოდეს 10%-იანი სეროპრევალენტობის დადგენის საშუალებას 95%-იანი სანდოობით, სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაში.
3. წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტით და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღებული სისხლის ნიმუშების რაოდენობა იძლევა 5%-იანი სეროპრევალენტობის დადგენის საშუალებას 95%-იანი სანდოობით სადგომის თითოეულ ქვეგანყოფილებაშ