ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი ზომების თანახმად, სააგენტომ, გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის პირველადი შემთხვევის დადასტურებიდან მოკლე პერიოდში, უნდა შეიმუშაოს დაინფიცირებულ ტერიტორიაზე აფრიკული ჭირის აღმოფხვირსათვის საჭირო და აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ ფერმებში გამოსაყენებელი ზომების გეგმა, რომელიც შესაძლოა შესწორდეს სიტუაციის განვითარების გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვების, ამ წესის მე-15 მუხლის შესაბამისად განხორციელებული კონტროლის შედეგების და აფრიკული ჭირის გავრცელების არეალის შესახებ;

ბ)  ინფიცირებული ზონის შესახებ, რომლის განსაზღვრისას სააგენტომ  უნდა გაითვალისწინოს:

ბ.ა) განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შედეგები და დაავადების  გავრცელების არეალი;

ბ.ბ) გარეული  ღორების პოპულაცია დაინფიცირებულ ზონაში;

ბ.გ) ბუნებრივი და ხელოვნური დაბრკოლებების არსებობა;

გ) ექსპერტთა ჯგუფის შესახებ;

დ) საინფორმაციო კამპანიის შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს მონადირეების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით სალიკვიდაციო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი  ზომების შესახებ;

ე) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე, გარეული ღორების პოპულაციაში აფრიკული ჭირის გავრცელების ფარგლების განსაზღვრისათვის განხორციელებული სპეციალური ზომების შესახებ;

ვ) ნადირობისათვის დადგენილ მოთხოვნების შესახებ, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით;

ზ) მონადირებული ან ნაპოვნი მკვდარი გარეული ღორების მოცილების მეთოდების შესახებ, რომელიც ეფუძნება:

ზ.ა)  დამუშავებას სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ;

ზ.ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ შემოწმებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას. დადებითი შედეგის შემთხვევაში, ღორის სხეული მუშავდება სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო უარყოფითი შედეგის შემთხვევაში - დაიშვება გარეული ღორის ხორცის ბაზარზე განთავსება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის. ნაწილები, რომლებიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, უნდა დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;

თ) თითოეულ მოკლულ ან ნაპოვნ მკვდარ გარეულ ღორზე განხორციელებული ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვის შესახებ, რომელშიც წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია:

თ.ა.) იმ  არეალის შესახებ, სადაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

თ.ბ.) იმ თარიღის შესახებ, როდესაც ნაპოვნია მოკლული ან მკვდარი ცხოველი;

თ.გ.) იმ პირის შესახებ, რომელმაც იპოვნა მოკლული ცხოველი ან მოკლა;

თ.დ.) მკვდარი ღორის სხეულის მდგომარეობის შესახებ;

თ.ე.) ლაბორატორიული მონაცემების და შედეგების შესახებ;

ი) ზედამხედველობის პროგრამების ან პრევენციის ღონისძიებების შესახებ, რომელიც გამოიყენება განსაზღვრულ და ინფიცირებულ ტერიტორიაზე მდებარე ფერმებში და, საჭიროების შემთხვევაში, მის გარშემო, მათ შორის, ტრანსპორტში, ინფიცირებულ ზონაში ან ზონიდან გადაადგილების ფარგლებში;

კ) სხვა კრიტერიუმების შესახებ, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს განსაზღვრულ ზონაში დაავადების ლიკვიდაციისათვის მიღებული ზომების ხელშეწყობისათვის;

ლ) გეგმის განხორციელების მეთვალყურეობასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანოს შესახებ;

მ)  ამ წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის მიერ სალიკვიდაციო გეგმის შედეგების რეგულარულად განხილვის  შესახებ;

ნ) დაავადების მონიტორინგის ღონისძიებების შესახებ, რომელიც უნდა განხორციელდეს განსაზღვრულ ინფიცირებულ ზონაში გარეულ ღორებში აფრიკული ჭირის ბოლო დადასტურებული შემთხვევიდან არანაკლებ 12 თვის შემდეგ. აღნიშნული მონიტორინგის ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 12 თვის განმავლობაში და უნდა მოიცავდეს ამ მუხლის ,,ვ“, ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად უკვე განხორციელებულ ზომებ