1. დაუშვებელია ამ წესის მე-5 მუხლში მითითებული ფერმის ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება),  ამ   წესის მე-12 მუხლით დადგენილი  გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოების დასრულებიდან არანაკლებ 30 დღის განმავლობაში.

2. ღორის რეპოპულაციის (აღწარმოება)  დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს  ფერმაში გამოყენებული ღორების გამოზრდის ტექნოლოგია, რომელიც უნდა დაექვემდებაროს შემდეგ პროცედურებს:

ა)  ღია ტიპის   ფერმასთან  დაკავშირებით,  ღორების  რეპოპულაცია (აღწარმოება)    უნდა მოხდეს ინდიკატორული ღორების შეყვანით, რომლებიც შემოწმებულია და რომლებზეც გამოვლენილია ჭირის მიმართ ანტისხეულების არსებობის ნეგატიური შედეგი, ან არიან იმ ფერმიდან, რომელიც არ ექვემდებარება რაიმე შეზღუდვას ჭირთან დაკავშირებით. ინდიკატორული ღორები უნდა განთავსდეს სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, ინფიცირებული ფერმის მთელ  ტერიტორიაზე.  ფერმაში განთავსებიდან 40 დღის შემდეგ, უნდა მოხდეს ნიმუშის აღება და შემოწმება ანტისხეულების არსებობაზე. თუ არც ერთ ღორს არ განუვითარდა ანტისხეულები ჭირის მიმართ,  შესაძლებელი იქნება მათი სრული გამრავლება;

ბ) სხვა ტიპის ფერმებში ღორების რეპოპულაცია (აღწარმოება) უნდა განხორციელდეს ამ მუხლის ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში წარმოდგენილი საერთო რეპოპულაციის საფუძველზე იმ პირობით, რომ:

ბ.ა) ყველა ღორი შეყვანილი იქნება 20 დღის განმავლობაში იმ ფერმებიდან, რომელიც არ ექვემდებარება არანაირ შეზღუდვებს ჭირთან დაკავშირებით;

ბ.ბ) განმეორებით გამრავლებულ კოლტში არსებული ღორები დაექვემდებარება სეროლოგიურ გამოკვლევას. ასეთი შემოწმებისათვის ნიმუშების აღება უნდა განხორციელდეს ღორების ბოლო შეყვანიდან არაუგვიანეს 40 დღის განმავლობაშ