1. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში ჭირის გაჩენის შესახებ ეჭვის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს კვლევის ოფიციალური საშუალებების ამოქმედება აღნიშნული დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
2. სასაკლაოზე ან სატრანსპორტო საშუალებებში, ჭირის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს რომ:
ა) დაუყოვნებლივ დაიკლას ყველა ღორი;
ბ) დაკლული ღორების გამოშიგნული და გატყავებული სხეული, შინაგანი ორგანოები და ცხოველური ნარჩენი დამუშავდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ;
გ) შენობების და მოწყობილობების, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების გასუფთავებისა და დეზინფექციის განხორციელება უფლებამოსილი ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ ამ წესის მე-12 მუხლის შესაბამისად;
დ) ეპიზოოტოლოგიური (ეპიდემიოლოგიური) გამოკითხვა განხორციელდეს ამ წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
ე) ჭირის იდენტიფიკაცია განხორციელდეს ლაბორატორიული გამოკვლევით;
ვ) ამ წესის მე-7 მუხლში მითითებული ზომები გამოყენებულ იქნეს იმ ფერმაში, საიდანაც არიან ინფიცირებული ღორები;
ზ) არ მოხდეს სასაკლაოზე სხვა ცხოველის დაკვლა ან სატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვა, გასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოს დასრულებიდან არანაკლებ 24 საათის განმავლობაშ