1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს საკონტროლო ზონებში შემდეგი ზომების გამოყენება:
ა) ზონის ყველა ფერმაში არსებული სულადობის აღწერა;
ბ) საზოგადოებრივი სარგებლობის ან ფიზიკურ პირთა მფლობელობაში არსებულ გზებზე ღორების გადაადგილების და ტრანსპორტირების აკრძალვა, თუ ეს ღონისძიებები არ ზღუდავს ფერმებთან დაკავშირებას. აღნიშნული არ ეხება ღორების ავტომაგისტრალით ან რკინიგზით გადაყვანას გადმოტვირთვის ან შეჩერების გარეშე. სააგენტოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს საკონტროლო ზონის ფარგლების გარე ტერიტორიიდან მომავალ და სასაკლაოს (თუ ის მდებარეობს საკონტროლო ზონაში) მიმართულებით ღორების დაუყოვნებლივ დაკვლისათვის გამოყენებულ გზაზეც;
გ) ღორების ან სხვა მასალის ტრანსპორტირებისათვის გამოყენებული იმ სატვირთო ავტომობილების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მოწყობილობის გადაადგილების აკრძალვა, ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული პროცედურებით დადგენილი გაწმენდის, გარეცხვის და დეზინფექციის ჩატარებამდე;
დ) სხვა შინაური ცხოველის ფერმაში შეყვანისა და ფერმიდან გამოყვანის აკრძალვა საკონტროლო ზონის შექმნიდან პირველი 7 დღის განმავლობაში; გამონაკლისი დაიშვება სააგენტოს ნებართვით;
ე) მფლობელისგან ფერმაში ღორების სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაციას მიღებისას, ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება;
ვ) ფერმიდან ღორების გაყვანის დაუშვებლობა ინფიცირებული ფერმის დასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან სულ მცირე 21 დღის მანძილზე. 21 დღის შემდეგ, ამ წესის მე-10 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული პირობების თანახმად, სააგენტოს შეუძლია დაუშვას აღნიშნული ფერმიდან ღორების გაყვანა იმ პირობით, რომ მათი გადაყვანა მოხდება:
ვ.ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სასაკლაოზე;
ვ.ბ) გადამამუშავებელ საწარმოში ან ისეთ ადგილზე, სადაც შესაძლებელია ღორების დაუყოვნებლივ დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს კონტროლის ქვეშ, ან გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა სადგომებში;
ზ) ღორების სპერმის, კვერცხუჯრედისა და ემბრიონის დამცავ ზონაში მდებარე ფერმიდან გატანის აკრძალვა.
2. საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორთან შეთანხმების გათვალისწინებით, სააგენტოს შეუძლია სასაკლაოზე ტრასპორტირებულ და დაკლულ ღორებთან დაკავშირებით არ გაითვალისწინოს ამ წესის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-10 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, ღორის ხორცის ნიშანდებასთან, მის შემდგომ გამოყენებასთან, დამუშავებული პროდუქტის საბოლოო გამოყენების ადგილთან დაკავშირებით.
3. ნებისმიერი პირი, რომელიც შედის ან გამოდის ფერმიდან ვალდებულია დაიცვას პირადი ჰიგიენური წესი, რომელიც საჭიროა ჭირის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით.
4. თუ ამ წესის მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული აკრძალვები გაგრძელდა 30-ზე მეტი დღის განმავლობაში, სააგენტოს შეუძლია, ფერმის მფლობელის დასაბუთების შემდეგ, დაუშვას ღორების ფერმიდან გაყვანა საკონტროლო ზონაში, რომელიც პირდაპირ გადაყვანილი უნდა იქნეს:
ა) სააგენტოს მიერ განსაზღვრული სასაკლაოზე, უმჯობესია დამცავი ან საკონტროლო ზონის ფარგლებში;
ბ) გადასამუშავებელ ქარხანაში ან სხვა ადგილზე, სადაც შესაძლებელი იქნება ღორების დაუყოვნებელი დაკვლა და მათი სხეულის დამუშავება სააგენტოს კონტროლის ქვეშ, ან, გამონაკლის შემთხვევაში, დამცავი ზონის ფარგლებში მდებარე სხვა შენობა - ნაგებობებში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ზომების გამოყენება დამცავ ზონაში კვლავ უნდა გაგრძელდეს:
ა) ინფიცირებული ფერმის გაწმენდის (გარეცხვის), დასუფთავების და დეზინფექციის განხორციელებამდე;
ბ) ფერმის ყველა ღორის კლინიკურ და ლაბორატორიულ შემოწმებამდე ჭირის შესაძლო გამოვლინების მიზნით;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული შემოწმებების განხორციელება დაუშვებელია ინფიცირებული ფერმის წინასწარი გასუფთავების და დეზინფექციის დასრულებიდან 20 დღის გასვლამდე.
6. დამცავ და საკონტროლო ზონებში ჭირის საწინააღმდეგოდ ვაქცინის გამოყენების საკითხს წყვეტს სააგენტო ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის და ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების დარიგების შესაბამისა