1. პერსონალი უნდა იცავდეს დაწესებულებაში არსებულ ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის წესებს. ყველა სახის სამუშაო უნდა სრულდებოდეს დაწესებულების ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოსა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაწესებულების პერსონალი ვალდებულია:
ა) შეისწავლოს დაწესებულებაში მოქმედი პროცედურები და მათთან ასოცირებული პოტენციური საფრთხეები;
ბ) იცნობდეს საგანგებო შემთხვევებისათვის მზადყოფნისა და მათზე რეაგირების გეგმას;
გ) შეატყობინოს ბიოუსაფრთხოების ოფიცერს ან ლაბორატორიის ხელმძღვანელს ნებისმიერი არასტანდარტული მდგომარეობის, სამედიცინო შეზღუდვის, ავადმყოფობის და სხვა შემთხვევის შესახებ, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ექსპოზიცია ან შექმნას პოტენციური საფრთხე;
დ) ლაბორატორიის ხელმძღვანელის ან წამყვანი მკვლევარის ზედამხედველობით გაიაროს სწავლება, თუ არ გააჩნია ბიოლოგიურ აგენტებთან მუშაობის გამოცდილება, შეიძინოს სტანდარტული ლაბორატორიული ჩვევები;
ე) გაიაროს საჭირო სამედიცინო შემოწმება;
ვ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები.
რისკის ანალიზის პრინციპები და პათოგენების რისკ-ჯგუფე