1. იმ დაწესებულებაში, სადაც ხორციელდება სამეცნიერო კვლევები, დაწესებულებას უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2. სამეცნიერო ხელმძღვანელის ფუნქციებია:

ა) სამეცნიერო პროექტების, ექსპერიმენტების, დიაგნოსტიკური ტესტების რისკის შეფასებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) კვლევის, აგრეთვე პათოგენის კვლევაში გამოყენების შესახებ  ბიოუსაფრთხოების კომიტეტიდან და შესაბამის საკითხებზე მომუშავე  სხვა კოლეგიური ორგანოდან წერილობითი თანხმობის მიღების უზრუნველყოფა;

გ) შესაბამისი უსაფრთხოების ჩვევებისა და პროცედურების გამოყენება ლაბორატორიაში მუშაობისას და თანამშრომლებისათვის ინსტრუქტაჟის ჩატარება სხვადასხვა პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით;

დ) სამეცნიერო პროექტის მონაწილე პერსონალის კომპეტენტურობის უზრუნველყოფა და დოკუმენტურად დადასტურებ