1. დაწესებულების ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს ბიორისკის მართვის პოლიტიკის შემუშავება და დამტკიცება, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული ბიორისკის მართვის მიზნები და ბიორისკის მართვის უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებები. პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს დაწესებულებაში არსებული რისკის ბუნებას, მასშტაბსა და მასთან დაკავშირებულ მოქმედებებს და უნდა ემსახურებოდეს:
ა) პერსონალის, კონტრაქტორების, ვიზიტორების, საზოგადოებისა და გარემოს დაცვას ბიოლოგიური აგენტებისაგან, რომლებიც ინახება ან რომლებზეც მუშაობენ დაწესებულებაში;
ბ) შემთხვევითი გამოთავისუფლების ან ბიოლოგიურ აგენტებთან ექსპოზიციის რისკის შემცირებას;
გ) სახიფათო ბიოლოგიური მასალების არასანქცირებული შემთხვევითი გამოთავისუფლების რისკის შემცირებას დასაშვებ დონემდე, მათ შორის, რისკის შეფასების განხორციელების საჭიროებას და საჭირო კონტროლის ზომების გატარებას;
დ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვას, რომელიც შეეხება შესანახ ან გამოსაყენებელ ბიოლოგიურ აგენტებს;
ე) იმის უზრუნველყოფას, რომ ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის მოთხოვნებს მიენიჭოს უპირატესობა ნებისმიერი სამუშაოს შესრულებისას;
ვ) ბიორისკთან დაკავშირებით თანამშრომლებისა და სათანადო მესამე პირების ინფორმირებას და აღნიშნული ჯგუფების ცალკეული წევრებისთვის ბიოუსაფრთხოებასა და ბიოდაცვასთან დაკავშირებული ინდივიდუალური მოვალეობების გაცნობას;
ზ) ბიორისკის მართვის პროცესის მუდმივ სრულყოფა