1. სანიტარიული ნორმების მიზანს წარმოადგენს საჭირო მოთხოვნათა ჩამოყალიბება ბიოლოგიური აგენტების მართვასთან ან შენახვასა და განადგურებასთან დაკავშირებული რისკების კონტროლისათვის ლაბორატორიებში, სამედიცინო და კვლევით დაწესებულებებში, ვეტერინარულ საველე პირობებში.

2. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი დაწესებულებებს ავალდებულებს:

ა) შეიმუშაონ და დანერგონ ბიორისკის მართვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს, საზოგადოებასა და იმ თანამშრომლებთან მიმართებაში არსებული რისკის მართვას და დასაშვებ დონემდე შემცირებას, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ ბიოლოგიური აგენტების პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების ქვეშ;

ბ) უზრუნველყონ ბრძანებით განსაზღვრული წესებისა და პროცედურების ეფექტიანი დანერგვა;

გ) უზრუნველყონ ბიორისკის მართვის სისტემის სერტიფიცირება და ვერიფიკაცია მესამე დამოუკიდებელი მხარის მიერ;

დ) წარმოადგინონ სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის რეკომენდაციებისა (გაიდლაინების) და სამეცნიერო საზოგადოების მიერ გამოყენებული საუკეთესო პრაქტიკული  მეთოდების შესახებ ინფორმირების დონის ამაღლება