1. დაწესებულებაში, რომლის შემადგენლობაში შედის ლაბორატორია, იქმნება  ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის საკითხებზე მომუშავე მართვის კოლეგიური ორგანო - ბიოუსაფრთხოების კომიტეტი. სამედიცინო დაწესებულებებში ბიოუსაფრთხოების და ბიოდაცვის კომიტეტის ფუნქციებს ასრულებს ინფექციური კონტროლის კომიტეტი ან ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი. ბიოუსაფრთხოების კომიტეტი  ანგარიშვალდებულია დაწესებულების ხელმძღვანელი პირის წინაშე. იგი თავის საქმიანობას ახორციელებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე, რომელშიც  დეტალურად არის გაწერილი საქმიანობის მიზნები, ფუნქციები და კომიტეტში წევრად არჩევის პროცედურა.

2. ბიოუსაფრთხოების კომიტეტის ფუნქციებია:

ა) ბიორისკის საკითხებთან დაკავშირებით, ბიოუსაფრთხოების ოფიცერთან ერთად  დაწესებულებაში წესების, სამუშაო მეთოდების, პროცედურების შემუშავება და დანერგვა, რომლებიც საჭიროა ბიოლოგიურ აგენტებთან/რეკომბინანტულ დნმ-თან სამუშაოდ, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წესები, სამუშაო მეთოდები და პროცედურები უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს;

ბ) ბიოლოგიური აგენტების/რეკომბინანტული დნმ-ის კვლევითი პროექტისათვის სათანადო კონტეინმენტის დონის დადგენა. ბიოუსაფრთხოების კომიტეტს შეუძლია რისკის შეფასების საფუძველზე აამაღლოს ან შეამციროს ბიოუსაფრთხოების დონე პროექტის  სპეციფიკური მოთხოვნების შესაბამისად, დამატებითი კონტროლის ზომების (როგორიც არის პერსონალური დაცვის აღჭურვილობა, რესპირატორები ან მკაცრი ლაბორატორიული პროცედურები) გამოყენების მეშვეობით. ბიოუსაფრთხოების დონის შემცირება დასაშვებია, მხოლოდ დიაგნოსტიკის მიზნით (დანართ 3-ში, ვარსკვლავით (*) აღინიშნება ის მიკროორგანიზმები, რომლებზეც დასაშვებია ბიოუსაფრთხოების დონის შემცირება);

გ) ბიოლოგიური აგენტის/რეკომბინანტული დნმ-ის რისკების შეფასებიდან გამომდინარე, სპეციფიკური სამედიცინო ზედამხედველობის პროგრამის შემუშავება/განხორციელება; პერიოდულად (სულ ცოტა,   წელიწადში ერთხელ) ბიორისკის მართვის პროგრამის  ეფექტიანობის განხილვა. ახალ პროექტთან თუ არსებულ საქმიანობასთან დაკავშირებული პოტენციური რისკის ნებისმიერი ცვლილების დამტკიცება;

დ) ბიოლოგიური აგენტების შემცველი სამუშაოების შესრულებისათვის პროტოკოლებისა და რისკის შეფასების განხილვა და დამტკიცება;

ე) უბედურ შემთხვევასთან/ინციდენტთან დაკავშირებული ინფორმაციის, მონაცემთა დინამიკის, მასთან დაკავშირებული ლოკალური/ორგანიზაციული მოქმედებებისა და შესაბამისი საჭიროებების განხილვა. გადაუდებელი რეაგირების გეგმის შემუშავება და დამტკიცება, რათა შესაძლებელი იყოს ბიოლოგიური საფრთხის შემცველი მასალის შემთხვევით დაღვრასა და პერსონალის კონტამინაციის შემთხვევებზე რეაგირება;

ვ) ბიოუსაფრთხოების ოფიცერთან ერთად თანამშრომლებისათვის სწავლების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავება და დამტკიცება;

ზ) სოპ-ების და ბიორისკის მართვის სახელმძღვანელოების განხილვა, დანერგვაში მონაწილეობა და ზედამხედველობ