დაწესებულებაში,  სადაც განთავსებულია ლაბორატორიული ცხოველები, ინიშნება ვივარიუმის ხელმძღვანელი, რომლის მოვალეობებში  შედის ჯანმრთელი და ინფიცირებული ცხოველების მოვლა და ამგვარ სამუშაოებთან დაკავშირებული ბიორისკის შეფასება და მართვა. ვივარიუმის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს ლაბორატორიულ ცხოველებთან მუშაობის გამოცდილება, ზოონოზური და ცხოველების დაავადებების შესახებ საფუძვლიანი ცოდნა. დაწესებულებაში უნდა არსებობდეს სამუშაოთა აღწერილობა, რომელიც მოიცავს ვივარიუმის მენეჯერის მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებ