1. დაწესებულებაში ბიორისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი ან შესაბამისი ბრძანებით უფლებამოსილი პირი, რომელსაც სხვა მოთხოვნების გარდა უნდა ჰქონდეს მიმდინარე პროცესების, ბიუჯეტისა და პერსონალის მართვის სათანადო კვალიფიკაცია და ცოდნა, რათა შეძლოს ბიორისკებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება და განხორციელება.

2. ბიორისკის მართვის სისტემის ფუნქციონირებისათვის პასუხისმგებელი პირის  ფუნქციებია:

ა) პერსონალის და დაწესებულების დაცულად და უსაფრთხოდ  ფუნქციონირებისათვის შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროსათვის ბიორისკების მართვის სისტემის მუშაობის და გარკვეული ცვლილებების საჭიროების შესახებ ანგარიშების მიწოდება;

გ) ბიორისკების მართვის სისტემის განვითარება და მხარდაჭერა მთელი  დაწესებულების მასშტაბით;

დ) შეფასების, აუდიტისა და ანგარიშგების წესების დადგენა ამ რეგლამენტით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული   მოთხოვნების ეფექტიანად დანერგვისა და გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ბიოუსაფრთხოების სახელმძღვანელოს და სოპ-ების დამტკიცება და მათი დანერგვის ადმინისტრაციულად უზრუნველყოფ