1. ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს ბიოლოგიურ აგენტებზე მომუშავე დაწესებულებების ძირითად სანიტარიულ და ეპიდემიოლოგიურ მოთხოვნებს.
2. სანიტარიული ნორმები განკუთვნილია ნებისმიერი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის, რომელიც ახორციელებს შემდეგი სახის სამუშაოს ბიოლოგიური აგენტის შემცველ ან შემცველობაზე საეჭვო ობიექტსა და მასალაზე:
ა) დიაგნოსტიკა;
ბ) ექსპერიმენტული და სამეცნიერო სამუშაოები;
გ) საწარმოო და სამედიცინო სამუშაოები;
დ) მასალის რეგისტრაცია, შენახვა, შემოწმება, გადატანა, მიღება, შეფუთვა, მონიშვნა და ტრანსპორტირება;
ე) ზოოლოგიური და ენტომოლოგიური სამუშაოები;
ვ) საველე მასალის შეგროვება და ტრანსპორტირება კერებიდან;
ზ) ფეხსახსრიანებთან და გარეულ ხერხემლიან ცხოველებთან დაკავშირებული სამუშაოები;
თ) ინფექციური დაავადებების კერებიდან და/ან განსაკუთრებით საშიში პათოგენით ინფიცირებული პაციენტების და/ან ინფიცირებული ცხოველების ევაკუაციასთან დაკავშირებული სამუშაოები;
ი) საავადმყოფოებში, იზოლატორებსა და საობსერვაციო ერთეულებში შესასრულებელი სამუშაოები;
კ) ადამიანის გვამზე და ცხოველის ლეშზე შესასრულებელი პათანატომიური სამუშაოებ