1. ბიორისკთან ან ბიოუსაფრთხოებასთან და ბიოდაცვასთან დაკავშირებული ინსტიტუციური პოლიტიკა ასევე ეხება ბიოეთიკას და ორმაგი გამოყენების ტექნოლოგიების კონტროლს დაწესებულებაში. ბიოეთიკა გულისხმობს ეთიკური და მორალური ნორმების გათვალისწინებას ბიოლოგიურ ან ბიოსამედიცინო სფეროში ახალი აღმოჩენების, ასევე გენეტიკური ინჟინერიის და მედიკამენტების კვლევების დროს.
2. ორმაგი გამოყენების ინტერესის შემცველი სამეცნიერო კვლევები (DURC) - სიცოცხლის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევა, რომლის მეშვეობითაც, არსებული მოსაზრების მიხედვით, შეიძლება მიღებულ იქნეს ცოდნა, პროდუქცია ან ტექნოლოგია, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის, სოფლის მეურნეობის ნათესებისთვის და მცენარეებისთვის, ცხოველებისთვის, გარემოსთვის და ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მასშტაბური უარყოფითი შედეგების მომტანი საფრთხის წარმოქმნის მიზნით.
დაწესებულების მართვა
მართვის სტრუქტურული ერთეულე