„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 77-ე მუხლის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი - ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმები“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტექნიკური რეგლამენტი - პათოგენურ ბიოლოგიურ აგენტებზე (პათოგენურ მიკროორგანიზმებზე) მუშაობის სანიტარიული ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №77 დადგენილება.