1. ლაბორატორიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია, უზრუნველყოს ყველა სახის პროგრამის განხორციელება ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით.
2. ლაბორატორიის ხელმძღვანელი ვალდებულია, შეასრულოს ბიოუსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნები:
ა) ყველა სამუშაოს შესრულების უზრუნველყოფა არსებული წესებისა და დირექტივების შესაბამისად;
ბ) თანამშრომელთა ზედამხედველობა, რაც გულისხმობს დაწესებულებაში მხოლოდ კვალიფიციური და უფლებამოსილი პერსონალის შესვლას და მუშაობას;
გ) სამუშაო მოქმედებების დაგეგმვა და განხორციელება. პერსონალის სათანადო რაოდენობის, დროის, სივრცისა და აღჭურვილობის არსებობის უზრუნველყოფა;
დ) საჭირო სამუშაო ნებართვების მიღება;
ე) ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის რისკის შეფასებების განხორციელების, განხილვის, დამტკიცებისა და საჭირო კონტროლის ზომების არსებობა;
ვ) რისკის ქვეშ მყოფი ყველა თანამშრომლის ინფორმირება პოტენციური რისკების არსებობის შესახებ და/ან რეკომენდებული სამედიცინო ზედამხედველობის განხორციელება (მაგ.: ვაქცინაცია ან შრატის აღება