1. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრს (მეუღლე) ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდება გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე, ოპერაციის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში (განმცხადებელი: დახმარების მიმღები ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დახმარების მიმღების დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
ე) პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს: პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქორწინების მოწმობის ასლი იძულებით გადაადგილებული პირის
– დევნილის სტატუსის არმქონე წევრის (მეუღლის) შემთხვევაში;
ზ) საბანკო რეკვიზიტები;
თ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმი