პროგრამის მიზანია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების, საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირთათვის მეტნაკლებად თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს ძვირადღირებული სტაციონარულ-ამბულატორიული, იშვიათი დაავადებების, პერიოდული დაავადებების, აგრეთვე ძვირადღირებული ანალიზების და გამოკვლევების თანადაფინანსების მიღება, გარდა პლასტიკური ოპერაციების შემთხვევებისა (სილამაზისათვის) და ფეხმძიმობის ხელოვნურად მოშლისა, რაც ხელს შეუწყობს მათი სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაავადებების სათანადო სტაციონარულ-ამბულატორიულ  მკურნალობას.

შენიშვნა: აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს დახმარებას, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე გაწეულ მომსახურებებზე, გარდა ამ პროგრამის 26-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დახმარებები გაიცემა წელიწადში ერთხელ, გარდა პროგრამის 24-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა