თავი VIII — ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
1. თუ ბორტგამყოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, ავიასამედიცინო ექსპერტმა/ავიასამედიცინო ცენტრმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეძლებს განმცხადებელი თავისი მოვალეობების უსაფრთხოდ შესრულებას შეზღუდვ(ებ)ის დაწესების პირობებში და გასცეს სამედიცინო სერტიფიკატი შესაბამისი შეზღუდვ(ებ)ით.
2. ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის შეზღუდვ(ებ)ი მოცემულია ამ წესის №9 დანართში.
3. ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელისთვის დაწესებული ნებისმიერი შეზღუდვა აღინიშნება სამედიცინო სერტიფიკატში.
4. შეზღუდვის გაუქმება შეიძლება მხოლოდ ავიასამედიცინო ცენტრის/ავიასამედიცინო ექსპერტის მიე