თავი VIII — ბორტგამყოლის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
1. ბორტგამყოლმა უნდა გაიაროს ვარგისობის შეფასება იმის დასადგენად, ხომ არ აღენიშნება რაიმე სახის ფიზიკური ან მენტალური დაავადება, რასაც შეიძლება მოჰყვეს შრომის უნარის დაქვეითება ან მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების უუნარობა.
2. ბორტგამყოლმა უნდა გაიაროს გამოკვლევა, საჰაერო ხომალდზე პირველად დაშვებისას და პერიოდულად, არაუმეტეს 24 თვიანი ინტერვალით.
3. ბორტგამყოლის ვარგისად შეფასებას ახორციელებს ავიასამედიცინო ცენტრი/ავიასამედიცინო ექსპერტ