1. საქართველოს ტერიტორიის სანიტარიული დაცვის არსი;
2. დაავადებები, რომელზეც ვრცელდება საერთაშორისო წესები;
3. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკარანტინო დაავადებებზე ამ პერიოდისათვის მსოფლიოში და დსთ-ის ქვეყნებში;
4. ინფექციური დაავადებების ძირითადი კლინიკური ნიშნები;
5. საკარანტინო და სხვა ინფექციების (შავი ჭირი, ქოლერა, ყვითელი ცხელება, კონტაგიოზური ვირუსული ინფექციები და სხვ.) გავრცელება მსოფლიოში. ამ დაავადებათა ენდემიური კერები. სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო ზონაში დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობისას მესაზღვრეთა და მებაჟეთა მიერ გასატარებელი ღონისძიებები;
6. მალარიისა და სხვა კოღოთი გადამტანი დაავადების ენდემიური რეგიონები და ქვეყნები; დაავადების მოკლე დახასიათება (გადაცემის გზები, დასნებოვნების მექანიზმი); მალარიის და სხვა კოღოთი გადამტანი დაავადების საწინაღმდეგო პრეპარატები (ქიმიოპროფილაქტიკა); პრეპარატების მიღების წესი; ცალკეული პრეპარატის მოკლე დახასიათება; კოღოებისაგან დაცვის ღონისძიებები; რეპელენტების გამოყენება;
7. ქვეყნის საზღვარზე შემოსულ სატრანსპორტო საშუალებებსა და მგზავრებზე საკარანტინო კონტროლი:
ა) მესაზღვრეთა და მებაჟეთა მოქმედების ტაქტიკა (ფუნქციონალური მოვალეობა) ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
ბ) საკარანტინო და სხვა ინფექციით დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა მათ ხელმძღვანელობასა და სანიტარიულ-საკარანტინო ზედამხედველობის განყოფილებაზე (პუნქტზე);
გ) საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფის იზოლაცია (შესაძლებლობის ფარგლებში);
დ) პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას პირადი პროფილაქტიკის წესების დაცვა, კერძოდ: ავადმყოფის გამონაყოფებისაგან ტანსაცმლის დაცვა, ხელების საპნით დაბანა და სპირტით ან კალიუმპერმანგანანტის ხსნარით დამუშავება.
8. პრაქტიკული მეცადინეობა:
ა) საკარანტინო და სხვა ინფექციით დაავადებულის ან დაავადებაზე საეჭვო პირის გამოვლინებისას პირველადი ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, ფუნქციონალური მოვალეობებისა და შეტყობინების სქემის შემუშავებ