სწავლების პროგრამის შინაარსი

1. ოფიციანტები საზოგადოებრივი კვების მუშაკთა იმ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა ქცევებზე (ჰიგიენური თვალსაზრისით) დამოკიდებულია ამ ობიექტებში მომხმარებელთა ჯა
ნმრთელობა. გამზადებული საკვების დაბინძურებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მწვავე ნაწლავური დაავადებების გავრცელება. ამიტომ მუშაობის პერიოდში მიმტანებმა მკაცრად უნდა დაიცვან სანიტარიულ-ჰიგიენური წესები.

2. მიმდინარე დალაგების დროს ყოველდღიურად სამუშაოს დაწყებამდე და შემდეგ (საჭიროების შემთხვევაში – მუშაობის პერიოდშიც) იატაკი სუფთავდება სველი ცოცხით, შემდეგ კი ირეცხება; იწმინდება ფანჯრები და ინვენტარი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სავენტილაციო სისტემას, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, აუცილებელია დარბაზის სისტემატური და რეგულარული განიავება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში, როდესაც იქმნება ზემო სასუნთქი გზების ინფექციების ეპიდემიური აფეთქებების საშიშროება. კვირაში ერთხელ ტარდება გენერალური დასუფთავება კედლების, ჭერის, ფანჯრების გარეცხვა-დაწმენდით. ამ დროს რეკომენდებულია სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება. თვეში ერთხელ ობიექტი იკეტება სანიტარიულ დღეზე. ამ დროს დალაგების გარდა ატარებენ დეზინფექცია-დეზინსექციასაც.

3. სასადილო დარბაზის ჭურჭელი ირეცხება სამჩანიან აბაზანაში, ხოლო სამზარეულოს ჭურჭელი – ორჩანიანში. ჩაის ჭურჭელის გასარეცხად რეკომენდებულია ცალკე ორჩანიანი აბაზანა. აბაზანები უნდა იყოს დამზადებული მოთუთიებული რკინისაგან. თავდაპირველად ჭურჭელი სუფთავდება საკვები ნარჩენებისაგან. თუკი ჭურჭელი ირეცხება სარეცხ მანქანაში, მასში ჩალაგების წინ უნდა მოხდეს ჭურჭლის გავლება წყალში, რომელშიც ამატებენ შემდეგ სარეცხ საშუალებებს: 1% ტრინატრიფოსფატი, 0,5-2% კალცინირებული სოდა, სარეცხი საშუალებები. ჭურჭლის ხელით რეცხვის შემთხვევაში, საკვები ნარჩენებისაგან მისი გათავისუფლების შემდეგ, ზემოთ აღნიშნული სარეცხი საშუალებების გამოყენებით ჭურჭელი ირეცხება 45-50Co
-მდე გამთბარ წყალში, რომელსაც უმატებენ სადეზინფექციო ხსნარს, შემდეგ ჭურჭელს ავლებენ 650Co
-მდე გაცხელებულ წყალში. გარეცხილი ჭურჭელი არ იწმინდება, იგი შრება თაროებზე, ან საშრობ კარადაში. დანები, ჩანგლები, კოვზები ირეცხება ისევე, როგორც ჭურჭელი, რის შემდეგაც ისინი იხარშება ან მუშავდება ჰაერღუმელში. ლანგარი იწმინდება სპეციალურად მისთვის გამოყოფილი სუფთა ნაჭრით, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ ირეცხება ცხელი წყლით, რომელშიც დამატებულია კალცინირებული სოდა, ან სხვა ნებადართული სარეცხი საშუალება, შემდეგ ავლებენ წყალში და წმენდენ სუფთა ხელსახოცით.

4. მიმტანებს უნდა შეეძლოთ საკვების გარეგნული სახით განსაზღვრონ მისი ვარგისიანობა, ხორცის, თევზის ძეხვეულის გარეგნული სახე და სუნი უნდა შეეფერებოდეს მოცემულ პროდუქტს.

5. მალფუჭებადი პროდუქტები უნდა ინახებოდეს დაბალ ტემპერატურაზე 0-დან 6C0

-მდე

6. განსაკუთრებით მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცისა და თევზის ნახევარფაბრიკატები, რძე, რძის პროდუქტები, კულინარული ნაწარმი. ყველა ეს პროდუქტი მათი დამზადებისთანავე უნდა გავიდეს სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ქსელში.

7. გამზადებული საკვების თერმული დამუშავებისას მასში სხვადასხვა გზით მოხვედრილი მიკრობები ისპობა, ამიტომ ეჭვის მიტანისთანავე საკვები საჭიროებს განმეორებით თერმულ დამუშავებას.

8. მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვა წლის თბილ პერიოდში უნდა ხდებოდეს სპეციალური ტრანსპორტით (რეფრიჟერატორული, იზოთერმული კამერები), მასში ტემპერატურა +6Co
-ზე მაღალი არ უნდა იყოს.

9. კაფე-რესტორნების მომხმარებელთათვის აუცილებელია ცალკე გამოიყოს ტუალეტი და ხელსაბანი, რომელიც უზრუნველყოფილია საპნითა და პირსახოცით.

10. ჯანმრთელი ადამიანის დასნებოვნების ხშირი მიზეზი ხდება დაავადებულთა უსუფთაობა. ამის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ტუალეტით სარგებლობის შემდეგ ხელების საპნით დაბანა და დეზინფექცია სადეზინფექციო ხსნარით.

11. ზოგიერთი ნაწლავური ინფექციის მწვავე ნიშნების (გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში) გავლის შემდეგ, როდესაც ადამიანი თავს ჯანმრთელად თვლის, ის განაგრძობს დაავადების გამომწვევის გარემოში გამოყოფას (ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში). ასეთ ადამიანებს ბაქტერიამტარებლებს უწოდებენ. ისინი საშიშნი არიან გარშემომყოფთათვის, რადგან წარმოდგენა არა აქვთ დაავადების შესახებ და არ იღებენ ზომებს ჯანმრთელი ადამიანების დასნებოვნებისაგან დაცვის მიზნით, ამიტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე თანამშრომელთა მიღების წინ, საჭიროა მათი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ბაქტერიამტარებელთა გამოვლენის მიზნით.

12. ჭიებით დაავადებებს იწვევს ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში მობინადრე პარაზიტული ჭიები (ჰელმინთები), ისინი გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს და ამით ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას. ჭიის კვერცხები ადამიანის გამონაყოფთან ერთად ვრცელდება გარემოში, საიდანაც შეიძლება მოხვდეს საკვებ პროდუქტებზე, ინვენტარზე, ხოლო იქიდან – ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში ადამიანის ფრჩხილის ქვეშ სიბინძურესთან ერთად გროვდება ჭიის კვერცხები, პათოგენური მიკრობები. ამიტომ მიმტანები ვალდებულნი არიან ყოველთვის მოკლედ ჰქონდეთ დაჭრილი ფრჩხილები და იცავდნენ ხელების ჰიგიენას.

13. მიკრობებით გამოწვეულ კვებით მოშხამვებს მიეკუთვნება სალმონელოზი, ბოტულიზმი, სტაფილოკოკური ინტოქსიკაციები.

14. სალმონელოზური ტოქსიკოინფექციები ვითარდება ისეთი საკვების მიღებისას, რომელშიც არის სალმონელები. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით სალმონელები იღუპებიან, ამიტომ განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენს ის დაიფიცირებული პროდუქტი, რომელიც არ ითხოვს თერმულ დამუშავებას. სალმონელები განსაკუთრებით სწრაფად მრავლდება პაშტეტებსა და ხორცის ფარშში. ამასთანავე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფიციანტთა ხელების ჰიგიენას, სუფრებისა და ჭურჭლის სისუფთავეს.

15. მიმტანმა შეიძლება სტაფილოკოკით დააინფიციროს ჭურჭელი და პროდუქტი, თუ მას ხელის კანზე აქვს ჩირქოვანი გამონაყარი, პანარიციუმი ან დაავადებულია ზემო სასუნთქი გზების სტაფილოკოკური ინფექციებით. ასეთ შემთხვევებში მიმტანი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ობიექტის ხელმძღვანელს და მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციის მისაღებად ან შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად.

16. საზოგადოებრივი კვების მომსახურე პერსონალი ვალდებულია გათვითცნობიერებული იყოს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე (სიფილისი, გონორეა და სხვ.), რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვის შემთხვევაში, საზოგადოებრივი კვების მომსახურე პერსონალის დაცვას დაავადებებისაგან და ხელს შეუშლის ამ დავადებების გავრცელებას ჯანმრთელ ადამიანებში. ვენერიული დაავადებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. სისტემატურად უნდა მოხდეს სამედიცინო გამოკვლევა. კანზე, ლორწოვან გარსებზე გამონაყრის ან სასქესო ორგანოებიდან გამონადენის არსებობის შემთხვევაში დაუშვებელია თვითმკურნალობის ჩატარება და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა.

17. ოფიციანტს უნდა ეცვას სამუშაო სპეცფორმა. იგი ვალდებულია ეკეთოს წინსაფარი, მუშაობის პერიოდში თმები შეკრული უნდა ჰქონდეს. სპეცფორმა უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ კარადაში პირადი ტანსაცმლისაგან განცალკევებით.

18. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სანიტარიული წესების დაცვას ტუალეტით სარგებლობის დროს. დაუშვებელია ტუალეტში სპეცტანსცმლით შესვლა. ტუალეტით სარგებლობის შემდეგ საჭიროა ხელების დაბანა საპნით და დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.

19. მიმტანები სამუშაოზე მოწყობის წინ და შემდგომ პერიოდულად უნდა გადიოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგლამენტირებულ ვადებში შესაბამისი გამოკვლევებით, რომლის შედეგები ფიქსირდება სანიტარიულ წიგნაკებშ