სწავლების პროგრამის შინაარსი
1. სამეურნეო ეზოს სისუფთავეზე დიდად არის დამოკიდებული ობიექტის სანიტარიული მდგომარეობა. ქუჩის მტვერი და ჭუჭყი აბინძურებს შენობის იატაკსა და ჰაერს, რითაც იქმნება ხელშემწყობი პირობები ბუზებისა გავრცელებისათვის. ამიტომ საჭიროა სამეურნეო ეზოს დროული დალაგება და დეზინფექცია. ზაფხულის პერიოდში ეზო უნდა მოირწყას დღეში ორჯერ დილა-საღამოს. ზამთრის სეზონში სავალი გზები იწმინდება თოვლისა და ყინულისაგან. სამეურნეო ეზოში ნაგვის მოსაგროვებლად გამოიყენება 50-100 ლ-ის ტევადობის ურნები. ისინი შენობიდან დაცილებულ უნდა იქნას არანაკლებ 25 მ-ით და მოთავსდეს მოასფალტებულ ან მოცემენტებულ ადგილზე. ურნების სადეზინფექციოდ გამოიყენება სადეზინფექციო ხსნარი.
2. საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე გამოყოფენ:
ა) სავაჭრო (სავაჭრო დარბაზი, ბუფეტი, ფოიე, გასახდელი და ტუალეტი კლიენტებისათვის, დასასვენებელი ოთახი);
ბ) საწარმოო (სამზარეულო, ხორცისა და თევზეულის, ბოსტნეულის მოსამზადებელი ოთახი, საკონდიტრო, პურის საჭრელი ოთახი, სამზარეულოსა და სასადილო დარბაზის ჭურჭლის სარეცხი ოთახები, ექსპედიციისა და შეფ-მზარეულის ოთახები);
გ) საწყობი (სამაცივრო დანადგარები მალფუჭებადი პროდუქტებისათვის, კარტოფილისა და ბოსტნეულის შესანახი სათავსოები, ინვენტარის შესანახი ოთახი, სათავსოები თეთრეულისა და ტარისათვის);
დ) ადმინისტრაციულ-საყოფაცხოვრებო (პერსონალისათვის გასახდელი, საშხაპე, ტუალეტი, დასასვენებელი ოთახი, ოთახი ადმინისტრაციისათვის);
ე) ტექნიკური (ყველა ის სათავსო, რომელიც აუცილებელია სავენტილაციო და გათბობის სისტემების, სამაცივრო აგრეგატების ნორმალური ფუნქციონირებისათვის).
3. კვების ობიექტების დაგეგმარებისას გათვალიწინებულ უნდა იქნ
ეს საამქროებისა და დამხმარე სათავსოების ისეთი განლაგება, რომ წარმოების დენადობა მთლიანად იყოს დაცული;
4. საზოგადოებრივი კვების ობიექტების ტექნოლოგიური მოწყობილობები (მექანიკური და თერმული) და ინვენტარი (სარეცხი ჩანები, საკვების დასამზადებელი მაგიდები, პროდუქტების ხელით დასამუშავებელი იარაღები) ყოველთვის სუფთა მდგომარეობაში უნდა იყოს. ყოველდღიურად, სამუშაოს დამთავრების შემდეგ, მანქანის ნაწილები უნდა გაირეცხოს ცხელ წყალში, გადაევლოს მდუღარე და გამშრალდეს. აუცილებელია ცალ-ცალკე გამოიყოს ხორცის საკეპი მანქანა უმი და მოხარშული ხორცისათვის. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების შემდეგ ხორცის საკეპი მანქანები ირეცხება ცხელი წყლით, გადაევლება მდუღარე და ინახება დაშლილი სახით
;
5. საჭმლისათვის ჭურჭელი (ქვაბები) უნდა იყოს დამზადებული უჟანგავი ლითონისაგან. მაგიდების ზედაპირი, რომლებზეც ხდება საჭმლის მომზადება, უნდა იყოს გლუვი და მდგრადი სხვადასხვა ორგანული მჟავებისა და ცხელი წყლის მიმართ. ცომის საჭრელი და ბოსტნეულის დასამუშავებელი მაგიდები შეიძლება იყოს ხის. საზოგადოებრივ კვებაში გამოყენებული ჭურჭელი შეიძლება იყოს უჟანგავი მეტალის (ქრომნიკელის, ალუმინის, დურალუმინის), კერამიკისა და პლასტმასის. მეტალის ჭურჭელი ძირითადად სამზარეულოში გამოიყენება. მარცვლოვანი პროდუქტების შესანახად, გადასაზიდად, აგრეთვე სასმელი წყლის მოსამარაგებლად და მის ასადუღებლად იხმარება თუთიით დაფარული რკინისაგან დამზადებული ვედროები და ავზები. პროდუქტის საჭრელ დაფებსა და მაგიდებს გარეცხვის შემდეგ ავლებენ ცხელ წყალს. ხორცის საკეპი კუნძები ირეცხება ცხელი წყლით და იფხიკება დანით, შემდეგ აყრიან მარილს. პერიოდულად, დაზიანების შემდეგ ხორცის საკეპი კუნძის ზედაპირს ხერხავენ
;
6. საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე გამოყენებულ სამაცივრო დანადგარებში პროდუქტები ინახება სპეციალურად მათთვის გამოყოფილ თაროზე. მაცივრებს დასუფთავებისას ათავისუფლებენ პროდუქტებისაგან, რეცხავენ ჯერ საპნიან-სოდიანი ნარევით, ხოლო შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით. მაცივარში პროდუქტების შელაგება შესაძლებელია მხოლოდ მისი გულდასმით განიავებისა და გამოშრობის შემდეგ. ყინულის დადნობის შემდეგ, კამერები ირეცხება ცხელი სოდის 10%-იანი ხსნარით, შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით. კამერები იწმინდება, მშრალდება და ნიავდება. სხვადასხვა საკვები პროდუქტები უნდა ინახებოდეს სხვადასხვა სამაცივრო დანადგარში. თუ ამის საშუალება არ არის, შეიძლება მათი მოთავსება ერთ მაცივარში, მხოლოდ სხვადასხვა თაროზე
;
7. საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე კვების პროდუქტების შესანახად მოწოდებულია სპეციალური სათავსოები – საწყობები და საკუჭნაოები. საწყობებს უნდა ჰქონდეს საკმარისი ფართი, რათა მოხდეს პროდუქტების დალაგება სახეობების მიხედვით
;
ა) საწყობებში იატაკი უნდა იყოს მოცემენტებული ან მოპირკეთდეს კერამიკული ფილებით. იმ ადგილას, სადაც ინახება ხორცი და თევზი, იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი. კედლები უნდა შეიღებოს ზეთოვანი საღებავით ან დაიფაროს კერამიკული ფილებით, რაც მოსახერხებელია კედლების რეცხვისა და გასუფთავების მიზნით
;
8. პური, ბოსტნეული, მარცვლოვანი პროდუქტები უნდა ინახებოდეს ცალკე. მათთვის საწყობებში რეკომენდებულია მოეწყოს თაროები
;
9. სასაწყობე სათავსოებში აუცილებელია სისუფთავის დაცვა. დანესტიანებისა და ობის სოკოების პროფილაქტიკისათვის ისინი მუდმივად უნდა ნიავდებოდეს. პროდუქტები ინახება გარკვეული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში. სათავსოებში უნდა იყოს საკმარისი ბუნებრივი და ხელოვნური განათება. მნიშვნელოვანია პროდუქტების დაცვა სხვადასხვა დაბინძურებისაგან. ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: მარილი, შაქარი, ფქვილი, ბურღულეული არ შეიძლება განთავსდეს იატაკზე. მათ შესანახად უნდა მოეწყოს სპეციალური თაროები. მაკარონი, ვერმიშელი შეიძლება შენახულ იყოს ქარხნულ შეფუთვაში. მძაფრსუნიან პროდუქტებთან (დამარილებული თევზი, ყველი, სუნელები და სხვა) დაუშვებელია კვერცხის, კარაქის, ხაჭოს, ფქვილის, მარილისა და შაქრის განთავსება, ვინაიდან ისინი ადვილად იღებენ სუნს
;
10. პურს ათავსებენ ფარდაჩამოფარებულ თაროებზე. შესაძლებელია მისი შენახვა ისეთ კარადებშიც, რომლებსაც აქვთ საჰაეროები. არ შეიძლება პურის ერთმანეთზე დაყრა, იგი ამ დროს დეფორმირდება. დაუშვებელია მისი მოთავსება მარცვლოვან პროდუქტებთან, ამ დროს შეიძლება იგი დაიმტვეროს
;
11. ბოსტნეულისა და კარტოფილის შესანახი სათავსო მოწყობილი უნდა იყოს სპეციალური ჩასატვირთი ორმოებით. იგი იზოლირებული უნდა იქნ
ეს სხვა პროდუქტების სათავსოებისაგან
;
12. სამაცივრო კამერებში ხორცი ინახება კავზე ჩამოკიდებული ისე, რომ იგი არ ეხებოდეს კედელს, იატაკს, ერთმანეთს. შენახვის ვადაა 2-დან 5 დღემდე. ფრინველის გაყინულ ხორცს ტოვებენ იმავე ქარხნულ ტარაში. ყუთებს ალაგებენ ისე, რომ არ დაირღვეს ჰაერის ცირკულაცია. სამაცივრო კამერებში მოხარშული ძეხვი, სოსისი, სარდელი ინახება კავზე ჩამოკიდებული სახით
;
13. საწყობის სათავსოები ყოველდღიურად უნდა განიავდეს და დასუფთავდეს, მოირეცხოს იატაკი, გადაიწმინდოს მტვერი. გენერალური დასუფთავება ტარდება კვირაში ერთხელ. ამ დღეს უნდა ჩამოიწმინდოს ჭერი და კედლები, გაირეცხოს ფანჯრები, ჩატარდეს დეზინფექცია. საწყობები დაცულ უნდა იქნას ინფექციის გადამტანებისაგან
;
ა) ინფექციის გადამტანებთან ბრძოლის მიზნით, საჭიროა საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე დაცული იყოს სისუფთავე, სისტემატიურად მოხდეს ნაგავსაყრელების დაცლა. ისინი კვირაში 2-3
-ჯერ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. საკვები პროდუქტები უნდა ინახებოდეს დახურულ კარადაში, მაცივარში ან გადაფარებული ჰქონდეს დოლბანდი, თავსახური. ფანჯრებსა და სარკმელებზე აკრავენ დამცავ ბადეებს. საწყობების მღრღნელთა შეღწევადობისაგან დაცვის მიზნით, იატაკის, პლინტუსისა და კედლების ქვედა ნაწილის ღრმულები უნდა ჩაცემენტდეს, კარების ქვედა ნაწილი და ზღურბლი დაიფაროს ლითონის ფირფიტებით. ასევე, უნდა ჩაცემენტდეს წყალსადენების, გაზსადენების, ორთქლსადენებისა და სხვა ტექნიკური სადენების გარშემო არსებული ღრმულები. საკვები ნარჩენების შეგროვება უნდა ხდებოდეს მხოლოდ ლითონის თავდახურულ ჭურჭელში. მღრღნელთა გასანადგურებლად გამოიყენება მხოლოდ ქიმიური და მექანიკური საშუალებები, დაუშვებელია ბაქტერიოლოგიური პრეპარატების ხმარება
;
14. კვების პროდუქტების ვარგისიანობას განსაზღვრავს: გარეგნული სახე, გემო, სუნი, ფერი, ფორმა, ფიზიკო-ქიმიური და ბაქტერიოლ
ოგიური მაჩვენებლები, შეფუთვის ფორმა. სერ
ტიფიკატი (ხარისხის დამადასტურებელი) გაიცემა პროდუქტის დამამზადებელ საწარმოში. მასში მითითებულია ძირითადი მონაცემები პროდუქტის ხარისხზე, დამზადების თარიღი, შენახვის ვადები
;
15. განსაკუთრებით მალფუჭებად პროდუქტებს მიეკუთვნება: ხორცისა და თევზის ნახევარფაბრიკატები, რძე, რძის პროდუქტები, კულინარული ნაწარმი. ყველა ეს პროდუქტი მათი დამზადებისთანავე უნდა გავიდეს სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ქსელში
;
16. გამზადებული საკვების თერმული დამუშავებისას მასში სხვადასხვა გზით მოხვედრილი მიკრობები ისპობა, ამიტომ ეჭვის მიტანისთანავე საკვები საჭიროებს განმეორებით თერმულ დამუშავებას.
17. პროდუქტის ვარგისიანობა განისაზღვრება ორი მეთოდით: ორგანოლეპტიკური და ლაბორატორიული. ორგანოლეპტიკური მეთოდით განისაზღვრება პროდუქტის გარეგნული სახე, მისი სუნი, ფერი, კონსისტენცია. პროდუქტები, რომლებსაც შეცვლილი აქვს ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები, წუნდებულია ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე. ლაბორატორიულად ხდება პროდუქტის ფიზიკური, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
ა) მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის ვადები განსაზღვრული უნდა იყოს
„განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების შენახვის ვადების შესახებ
“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს
№303/ნ ბრძანებით
;
ბ) ადამიანის გარემომცველ სამყაროში მრავალი უმცირესი არსება – მიკრობი ბინადრობს. არსებობენ არაპათოგენური და პათოგენური მიკრობები. არაპათოგენურ მიკრობებს ადამიანი იყენებს ყოფაცხოვრებაში, კერძოდ, ამზადებს კეფირს, მაწონს, ლუდს, გამოიყენება პურ-ფუნთუშეულის ცხობისას. პათოგენურს მიეკუთვნება მიკრობები, რომლებიც იწვევენ დაავადებას – ადამიანებსა და ცხოველებში
;
ბ.ა) ნაწლავურ ინფექციებს მიეკუთვნება დიზენტერია, მუცლის ტიფი, პარატიფი, ქოლერა. ამ დაავადების დროს ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, რომლის გამონაყოფი შეიცავს ამ დაავადებათა გამომწვევებს. ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აღნიშნული მიკრობები შეიძლება მოხვდნენ დაბინძურებული საკვებისა და წყლის მიღებისას, აგრეთვე – ჭამის წინ ხელების დაუბანლობის შემთხვევაში.
18. ზოგიერთი ნაწლავური ინფექციების დროს მწვავე ნიშნების (გულისრევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში) გავლის შემდეგ, როდესაც ადამიანი ჯანმრთელად თვლის თავს, ის განაგრძობს დაავადების გამომწვევის გარემოში გამოყოფას (ზოგჯერ ხანგრძლივი დროის განმავლობაში). ასეთ ადამიანებს ბაქტერიამტარებლებს უწოდებენ. აუცილებელი ზომების მიღების გარეშე ისინი საშიშნი არიან გარშემომყოფთათვის. ამიტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე თანამშრომელთა მიღების წინ, საჭიროა მათი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ბაქტერიამტარებელთა გამოვლენის მიზნით. ნაწლავის ჩხირი – ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავში მუდმივად მობინადრე მიკრობია. მისი აღმოჩენა საზოგადოებრივი კვების ობიექტის პერსონალის ხელებსა და ინვენტარის ჩამონარეცხებში პერსონალის უსუფთაობის მაჩვენებელია, კერძოდ იმისა, რომ ტუალეტით სარგებლობის შემდეგ არ ხდება ხელების დაბანა და ნაწლავის ჩხირის გარდა ხელებზე, ინვენტარზე შეიძლება იყოს ნაწლავური ინფექციების გამომწვევებიც
;
ა) ჭიებით დაავადებებს იწვევს ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში მობინადრე პარაზიტული ჭიები (ჰელმინთები), ისინი გამოყოფენ შხამიან ნივთიერებებს და ამით ზიანს აყენებენ ადამიანის ჯანმრთელობას. ჭიის კვერცხები ადამიანის გამონაყოფთან ერთად ვრცელდება გარემოში, საიდანაც შეიძლება მოხვდეს საკვებ პროდუქტებზე, ხოლო იქიდან – ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. ჭიის კვერცხებით შეიძლება დაბინძურდეს წყალი, ბოსტნეული. ადამიანისთვის განსაკუთრებით საშიშია ასკარადის კვერცხები, რომლებიც მის ორგანიზმში ხვდებიან უხარისხოდ გარეცხილი ბოსტნეულით, ასევე ბუზებით დაბინძურებული პროდუქტებით. განიერი ლენტურას ჭუპრებით შეიძლება დაბინძურებული იყოს ცუდად მოხარშული ან შემწვარი თევზი. პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში ადამიანის ფრჩხილის ქვეშ სიბინძურესთან ერთად გროვდება ჭიის კვერცხები, მიკრობები.
ბ) ორგანიზმში ჭიის კვერცხების მოხვედრისაგან დამცავი ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებებია:
ბ.ა) ხელების დაბანა სამუშაოს დაწყების წინ და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
ბ.ბ) მომუშავე პირები ვალდებულნი არიან ყოველთვის მოკლედ ჰქონდეთ დაჭრილი ფრჩხილები;
.ბ.გ) ხორცისა და თევზის სრულყოფილი თერმული დამუშავება;
ბ.დ) პროდუქტების დაცვა ბუზებისაგან;
ბ.ე) ხილისა და ბოსტნეულის გულდასმით რეცხვა;
ბ.ვ) საზოგადოებრივი კვების ობიექტზე მომუშავე პერსონალი სამსახურში მოწყობის წინ გამოკვლეულ უნდა იქნ
ეს ჭიის კვერცხების მტარებლობაზე.
19. კვებითი მოშხამვა – ეწოდება მწვავე დაავადებას, რომელიც ვითარდება ისეთი საკვების მიღებისას, რომელიც შეიცავს შხამიან ნივთიერებებს (შხამიანი სოკო, შხამიანი კენკროვანი მცენარეები, აგრეთვე, ლითონთა შენაერთები, დარიშხანი), ასევე მიკრობებს ან მათ მიერ წარმოქმნილ ტოქსინებს. კვებითი მოშხამვები ხასიათდება უეცარი დაწყებით – გულისრევით, ღებინებით, ტკივილით მუცლის არეში, სისუსტით. ზოგჯერ ტემპერატურა მატულობს საკვების მიღებიდან 4-8 საათის შემდეგ.
ა) კვებითი მოშხამვები გამომწვევი მიზეზის მიხედვით იყოფა ბაქტერიული და არაბაქტერიული წარმოშობის კვებით მოშხამვებად. ბაქტერიული წარმოშობის კვებითი მოშხამვები, თავის მხრივ, იყოფა ტოქსიკოინფექციებად და ინტოქსიკაციებად. ტოქსიკოინფექციების გამომწვევ მიკროორგანიზმებს მიეკუთვნება სპეციფიკური გამომწვევები სალმონელათა ჯგუფიდან, აგრეთვე არასპეციფიკური გამომწვევები – პროტოზოა და ნაწლავის ჩხირი. სალმონელოზური ტოქსიკოინფექციები შეიძლება გამოიწვიოს მიკრობებით დაბინძურებულმა თევზის, რძის, ხორცის პროდუქტებმა, კულინარიულმა ნაწარმმა. დაავადებული საქონლის ხორცი საშიშია სალმონელოზური ინფექციების თვალსაზრისით, ამიტომ საზოგადოებრივი კვების ობიექტმა არ უნდა შეიძინოს ხორცი, რომელიც არ არის შემოწმებული შესაბამისი ვეტერინარული სამსახურის მიერ და მისი ვარგისიანობა არ არის დამოწმებული შესაბამისი ბეჭდით. სალმონელებით უფრო ხშირად ავადდება წყალში მცურავი ფრინველები, ამოტომ დიდ საფრთხეს წარმოადგენს იხვისა და ბატის უმი კვერცხი. ტოქსიკოინფექციების წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში აუცილებელია:
ა.ა) დენადობის პრინციპის დაცვა, კერძოდ, არ უნდა მოხდეს უმი და მომზადებული კერძის, ასევე მისი ნარჩენების ერთმანეთთან შერევა;
ა.ბ) იმ კერძების დაბინძურებისაგან დაცვა, რომლებიც არ საჭიროებენ თერმულ დამუშავებას;
ა.გ) მომსახურე პერსონალის რეგულარული სამედიცინო შემოწმება;
ა.დ)სავაჭრო დარბაზებისა და საწყობებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
20. კვებითი ინტოქსიკაცია – არის მოშხამვა, რომელსაც იწვევს ადამიანის სისხლში მოხვედრილი ტოქსინი (შხამი) და რომელიც წარმოიქმნება მიკრობული უჯრედების დაშლისას.
ა) სტაფილოკოკური ინტოქსიკაციების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც აქვს კანის ჩირქოვანი დაავადება. ასეთ შემთხვევაში საზოგადოებრივი კვების ობიექტების თანამშრომლები დროებით თავისუფლდებიან სამსახურიდან. ეს აუცილებელია, რადგან ჩირქით სტაფილოკოკები შეიძლება მოხვდნენ იმ საკვებ პროდუქტებში (რძე და მისი ნაწარმი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ.), რომელიც მისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის. ამ მოშხამვებისაგან დაცვის პროფილაქტიკური ღონისძიებების არსი მდგომარეობს პირადი ჰიგიენის წესებისა და საკვები პროდუქტების შენახვის წესების დაცვაში
;
ბ) ბოტულიზმი – მძიმე კვებითი მოშხამვაა, რომელსაც იწვევს ბოტულიზმის გამომწვევი ჩხირები. იგი ფართოდ არის გავრცელებული ბუნებაში – ნიადაგში, წყალში. დამახასიათებელი თავისებურებაა უჟანგბადო გარემოში არსებობა და გამრავლება. ბოტულიზმის ჩხირს ასეთი პირობები ექმნება შებოლილ თევზში, ხორცში, ძეხვსა და კონსერვებში. აქედან გამომდინარე, კვებითი მოშხამვების აღმოცენება ძირითადად ხდება სახლის პირობებში დამზადებული კონსერვებით. პროდუქტების შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევისას ნიადაგიდან ბოტულიზმის გამომწვევი ჩხირები აბინძურებენ პროდუქტებს.
21. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომუშავე პირებმა სამსახურში მოწყობის წინ და შემდგომ პერიოდულად უნდა გაიარონ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგლამენტირებულ ვადებში შესაბამისი გამოკვლევებით, რომლის შედეგები ფიქსირდება სანიტარიულ წიგნაკებში.
ა) პერიოდულად უნდა ხდებოდეს მომსახურე პერსონალის დათვალიერება ხელების კანზე ჩირქოვანი გამონაყარისა და დაჩირქებული ჭრილობის გამოვლენის მიზნით. ასეთი პირები დროებით თავისუფლდებიან სამუშაოდან.
22. წარმოების ხელმძღვანელი, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული პროფესიული და პირადი ჰიგიენის წესებში, დროულად ავლენს და აღმოფხვრის ნაკლოვანებებს, რითაც ამაღლებს მომსახურეობის კულტურასა და ხელს უწყობს ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვას. მომსახურე პერსონალის პირადი პასუხისმგებლობა და მკაცრი კონტროლი კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და კვებითი მოშხამვების თავიდან აცილების აუცილებელი პირობაა. არ შეიძლება სამსახურში თანამშრომელთა არაფხიზელ მდგომარეობაში დაშვებაც. ალკოჰოლი ანელებს ყურადღებას, ზრდის ტრავმების მიღების რისკს, იწვევს სანიტარიული წესების დარღვევა