სწავლების პროგრამები საზოგადოებრივი კვების ობიექტების  ხელმძღვანელების ჰიგიენური სწავლების პროგრამა (10 სთ)

1. I მეცადინეობა (2 სთ).

ა) საზოგადოებრივი კვების ობიექტების შენობა-ნაგებობების მიმართ სანიტარიული მოთხოვნები (შენობისა და საწყობების დაგეგმვის საკითხები). სამეურნეო ეზოს მოვლის სანიტარიული საკითხები. სანიტარიული მოთხოვნები ინვენტარის, სამზარეულო და სასადილო ჭურჭლის მიმართ. ტექნოლოგიური აღჭურვილობის მოვლა. ჭურჭლის რეცხვის სანიტარიული რეჟიმი. სამაცივრო დანადგარების მოვლის სანიტარიული მოთხოვნები. კვების ობიექტებში არსებული საწყობ-სათავსოების მოწყობის სანიტარიული წესები. შენობის მიმდინარე და გენერალური დასუფთავების წესები და ვადები. შენობის, ინვენტარისა და მოწყობილობების დეზინფექცია. სადეზინფექციო ხსნარების მომზადებისა და გამოყენების წესები. საკარანტინო და სხვა ინფექციური დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.

2. II მეცადინეობა (2 სთ).

ბ) საკვები პროდუქტების ჰიგიენური მოთხოვნების შესაბამისობა ქვეყანაში მომქმედ ნორმატიული დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. მალფუჭებადი პროდუქტების უვარგისობის ძირითადი მაჩვენებლები. მომსახურებისათვის ჰიგიენური პირობების შექმნა (ხელსაბანი, საპონი, პირსახოცი, კარადა). რაციონალური კვების არსი. ვიტამინები და მათი შენარჩუნება საკვების მომზადებისას. მალფუჭებადი პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის ვადები. ნახევარფაბრიკატი პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის ვადები. ნახევარფაბრიკატი პროდუქტების დამზადებისა და გაყიდვის წესები. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირების წესები.

3. III მეცადინეობა (2 სთ).

ა) საერთო წარმოდგენა გადამდებ დაავადებებზე. დაავადების გამომწვევი მიკრობები და ადამიანის ორგანიზმში მათი მოხვედრის გზები. საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომუშავე ბაქტერიამტარებლები. ნაწლავური ინფექციებისა და ინვაზიიური დაავადებების გამომწვევები. მათი გადაცემის მექანიზმები. შესაძლო დაინფიცირების პირობები და მიზეზები. კვებითი მოშხამვების თავიდან აცილების გზები. ვენერიული დაავადებები და მათი თავიდან აცილება.

4. IV მეცადინეობა (2 სთ).

ა) პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა, ლაბორატორიული კვლევა ბაქტერიებისა და ჭიის კვერცხის მტარებლობაზე, ტუბერკულოზზე, კანისა და ვენერიულ დაავადებებზე. პირადი ჰიგიენა. ხელების დაბანისა და დეზინფექციის წესი. სამსახურში დაუშვებლობის მიზეზები (კანის საფარველისა და პირის ღრუს ჩირქოვანი დაავადებები, ანგინა და სხვ). ხელმძღვანელის ვალდებულება, თვალყური ადევნოს ობიექტის სანიტარიულ მდგომარეობას, მომსახურე პერსონალის პირად ჰიგიენას, მათ სავალდებულო წინასწარი და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას.

5. V გამოკითხვა (2 სთ