ჰიგიენური სწავლების პროგრამა (6
სთ)
1. I მეცადინეობა (2
სთ).
ა) სანიტარიული მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ობიექტების მოწყობაზე. სანიტარიული მოთხოვნები სასადილო დარბაზის დალაგებაზე (მიმდინარე, გენერალური, სანიტარიული დღე). სადილისა და ჩაის ჭურჭლის რეცხვის წესები. ლანგრების დამუშავების სანიტარიული წესები. მალფუჭებადი საკვები პროდუქტების უვარგისობის მაჩვენებელი ძირითადი ნიშნები. მალფუჭებადი საკვები პროდუქტების (ხორცი, თევზი, ძეხვი, კონსერვი, ხორცისა და თევზის ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, საკონდიტრო კრემიანი ნაწარმი და სხვა) შენახვის თავისებურებანი. საკვების განმეორებითი თერმული დამუშავების მნიშვნელობა. მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის სანიტარიული წესები. საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ჰიგიენური მომსახურეობისათვის საჭირო პირობების შექმნა (ხელსაბანი, საპონი, პირსახოცი).
2. II მეცადინეობა (2
სთ).
ა) საერთო წარმოდგენა გადამდებ დაავადებებზე. დაავადების გამომწვევი მიკრობები და ადამიანის ორგანიზმში მათი შეჭრის გზები. ავადმყოფი ადამიანი – ბაქტერიამტარებელი. საშიშროება, რომელსაც ქმნის საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე მომუშავე ბაქტერიამტარებელი. ნაწლავური დაავადებების გამომწვევები. მათი გადაცემის გზები. მოსალოდნელი დასნებოვნების მიზეზები და პირობები. დაავადების პირველი ნიშნები. კვებითი მოშხამვების გამომწვევი მიზეზები და მათი თავიდან აცილების ღონისძიებები. პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა, ლაბორატორიული გამოკვლევები ჭიის კვერცხების და ბაქტერიამტარებლობაზე, ტუბერკულოზზე, კანისა და ვენირიულ დაავადებებზე. პირადი ჰიგიენა. ხელების ჰიგიენა, მათი დაბანისა და დეზინფექციის წესები. სამუშაოზე დაუშვებლობა ხელებზე ჩირქოვანი დაავადებების, ანგინების, ზემო სასუნთქი გზების კატარისა და სხვ. დაავადებებით. სპეცტანსაცმელი, მისი ტარებისა და შენახვის წესები. მომსახურე პერსონალისა და დამწყები პირებისათვის ჰიგიენური სწავლების აუცილებლობა.
3. III. გამოკითხვა (2სთ