2. სამედიცინო პერსონალს, რომელიც ახორციელებს სანიტარიულ შემოწმებას, აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე და ყველა შენობაში, სადაც შეიძლება იყვნენ ეკიპაჟის წევრები და მგზავრები, თავისუფალი შესვლის უფლება.
3. სანიტარიულ-ჰიგიენური შემოწმების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებას ეძლევა ნავსადგურთან თავისუფალი ურთიერთობის უფლება.
4. ყველა ორგანო, რომელიც ახორციელებს ცალკეული პირების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთის კონტროლს, ხელს უწყობს საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომელს სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელებაში, განსაკუთრებით კი საშიში ინფექციით დაავადებულ პირთა გამოვლენაშ