1. საქართველოში მომავალ მგზავრთა საბუთები, როგორც წესი, მოწმდება მატარებლის მოძრაობისას სახელმწიფო საზღვრიდან სასაზღვრო რკინიგზის სადგურამდე და პირიქით, ამ წესით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით.
2. მატარებლის უფროსი ყოველმხრივ უზრუნველყოფს სასაზღვრო ძალების მიერ სასაზღვრო კონტროლის განხორციელებას.
3. რკინიგზის სადგურებში სასაზღვრო კონტროლს რკინიგზის ადმინისტრაციამ უნდა შეუქმნას უსაფრთხო პირობები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/12/2013.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება