2. ნავსადგურში გემის შემოსვლისას (რეიდზე ან ნავსადგურში) შესაბამისი პროცედურების ჩატარების მიზნით გემზე ადიან:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი;

გ) საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი  გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის  საშიში დაავადებები ან/და არსებობს დაავადების შემოტანისა და  გავრცელების რისკი, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტის ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის და ცხოველთა საერთო საშიში ინფექციური დაავადებები, ან როცა არსებობს  ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე;

ე) საბაჟო გამშვები პუნქტის ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი თანამშრომელი გემის კაპიტნის ან აგენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ან როცა გემი მოემართება იმ ქვეყნების ნავსადგურიდან, სადაც  გავრცელებულია საქართველოში არარეგისტრირებული ან შეზღუდულად გავრცელებული მცენარეთა საკარანტინო ობიექტები, ან როცა არსებობს ინფორმაცია ასეთ ნავსადგურში გემის შესვლის თაობაზე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი  თანამშრომელი გემზე ადის პირველი და ეცნობა  გემის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ამოწმებს საერთაშორისო საზღვაო დეკლარაციას, გემის სანიტარიული კონტროლისაგან გათავისუფლების/გემის სანიტარიულ მოწმობას და კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტებს, საჭიროების შემთხვევაში იღებს სინჯს და ნიმუშს ლაბორატორიული გამოკვლევისათვის. მას შემდეგ, რაც საბაჟო გამშვები პუნქტის სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელი დარწმუნდება, რომ გემზე არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არ  უქმნის რისკს საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, შესაბამისი პროცედურების განხორციელების მიზნით, თანხმობას აძლევს სხვა პირებს გემზე ასასვლელად.

4. შემოწმების დამთავრებამდე გემზე ასვლა და გემიდან ჩამოსვლა აკრძალულია ყველა პირისათვის, გარდა ლოცმანის