2. საქართველოს მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სახელმწიფო საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით.

3. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებში წასვლისას საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ საქართველოს მოქალაქის პასპორტით (სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტით), საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის პირადობის მოწმობით, მეზღვაურის პასპორტით, მატარებლის ბრიგადის წევრების პირადობის მოწმობითა და სამხედრო მოსამსახურის პირადობის მოწმობით ამ პირების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

4. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები საქართველოს სახელმწიფო საზღვარს კვეთენ სამგზავრო დოკუმენტებით და საქართველოს ვიზით, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის საქართველოში უვიზო შემოსვლის წესი.

5. უცხოეთის მოქალაქეები, რომლებიც მიემგზავრებიან საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყანაში, სახელმწიფოს საზღვარს კვეთენ იმ საბუთებით, რომლებითაც ისინი შემოვიდნენ საქართველოში.

6. არასრულწლოვანი (შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით) პირები სახელმწიფო საზღვარს კვეთენ პასპორტის ან დაბადების მოწმობისა და მათი თანმხლები პირების საბუთებში ჩაწერის საფუძველზე.

7. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლის შემთხვევაში მოწმდება იმ საბუთების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გავლას (საქართველოს სატრანზიტო ვიზა), თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. საქართველოში შემოსვლისას პირი მოწმდება სამართალდამცავი ორგანოების მიერ გადმოცემული სიების მიხედვით.

9. სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებული ბაზის მიხედვით მოწმდება საბუთის დაკარგვა და მისი ნამდვილობა.

10. სასაზღვრო გამტარ პუნქტში იმ საბუთებში, რომლებიც უფლებას აძლევენ პირს შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე ან გავიდეს საქართველოს ტერიტორიიდან, ისმება თარიღის შტამპი შესაბამისი აღნიშვნით – „შემოსვლა“ ან „გასვლა“.

11. საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, შესაბამისი რეგისტრაციის გავლის შემდეგ, სამგზავრო დოკუმენტებში თარიღის შტამპი აღნიშვნით – „შემოსვლა“ დაისმება მხოლოდ მოქალაქის მოთხოვნისამებრ.

12.  სასაზღვრო გამტარ პუნქტებში ხორციელდება იმ პირების აღრიცხვა, რომლებიც არ გაატარა მოსაზღვრე სახელმწიფოს სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა.

13.  საპასპორტო კონტროლი საქართველოში შემოსვლისას წარმოებს სრული მოცულობით ავტომატიზებული კონტროლის სისტემებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენები