2. ტვირთის შემოწმება ხდება სამსახურებრივი დანიშნულების ძაღლებისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით.
3. ვაგონზე დამღის დარღვევის, ვაგონის დაზიანების ან სხვა ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, რომლებიც მოწმობენ სახელმწიფო საზღვრის დამრღვევთა ან კონტრაბანდული მასალის გადამალვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები იწვევენ საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილ თანამშრომლებს და მათი თანდასწრებით ადგენენ აქტს მოქმედი წესის შესაბამისად.
4. შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლები უფლებამოსილი არიან საბაჟო გამშვები პუნქტის, რკინიგზის წარმომადგენლებისა და ტვირთის თანმხლები პირის თანდასწრებით შესამოწმებლად გახსნან დალუქული ვაგონი (კონტეინერი), რაზედაც დგება სათანადო აქტ