2. ორმხრივი მიმოსვლის გათვალისწინებით, საქართველოსა და გერმანიის ხომალდებს უფლება აქვთ განახორციელონ მგზავრების გადაყვანა ან/და ტვირთის გადაზიდვა თავის ტერიტორიაზე მდებარე ნავსადგურსა და მეორე მონაწილე მხარის შემდეგ ნავსადგურებს შორის და პირიქით:
ა) საზღვაო ნავსადგურები;
ბ) ნავსადგურები, რომლებიც განლაგებულია უშუალოდ საზღვაო ნავსადგურებისაკენ მიმავალ გზებზე;
გ) ნავსადგურები, რომლებიც შერეული კომისიის მიერ დადგენილი კომპეტენტური ორგანოების მიერაა დასახელებული.
3. საქართველოსა და გერმანიის სანაოსნო საწარმოებმა, ორმხრივ მიმოსვლაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პარიტეტულ საწყისებზე და შესაძლებლობის მიხედვით თანმიმდევრულად ხდება გადაზიდული ტვირთის რაოდენობის საფუძველზე ტონების მიხედვით.
4. ორმხრივი მიმოსვლისათვის საჭიროა ეკონომიკურად მართებული ტარიფების, გადასახადებისა და მასთან დაკავშირებული დამატებითი პირობების შეთანხმება.
5. თითოეულ მონაწილე მხარეს შეუძლია შერეულ კომისიასთან შეთანხმების შემდეგ, გამონაკლის შემთხვევებში ტექნიკური მიზეზების ან სანაოსნო უსაფრთხოების საფუძველზე, თავიანთი სანაოსნო გზის გამოყენებისათვის, ორმხრივი მიმოსვლის დროს სვლების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრა.
6. სხვა და არა 1-ლი მუხლი ა) და ბ) პუნქტებში აღნიშნული ხომალდები დაშვებული იქნება საქართველოსა და გერმანიის ნავსადგურებს შორის ორმხრივ მიმოსვლაში მონაწილეობის მისაღებად ისე, როგორც ამას დაადგენს შერეული კომისია.
7. მესამე მხარის ხომალდების მონაწილეობა საქართველოსა და გერმანიის ნავსადგურებს შორის მიმოსვლაში ჩაითვლება დამქირავებელი მხარის კვოტაშ