ა) „ხომალდები“ ნიშნავს ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ოფიციალურად რეგისტრირებულ ხომალდებს, რომლებითაც შეიძლება მგზავრებისა და ტვირთის გადაადგილება იქ, სადაც ისინი არიან რეგისტრირებულნი ამის შესახებ განსაკუთრებული ნებართვის გარეშე;

ბ) „ლიხტერი“ ნიშნავს ხომალდებს, რომლებიც მიეკუთვნებიან „ა“ ჯგუფს, არიან არამოტორიზებულნი და ეკიპაჟის გარეშე;

გ) „სანაოსნო საწარმო“ ნიშნავს ნაოსნობით დასაქმებულ საწარმოს ან მეწარმეს, რომელთა საწარმოს ადგილსამყოფელი, ან საცხოვრებელი ადგილი მოთავსებულია შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე;

დ) „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის ფედერალურ სამინისტროს;

ე) „ნავსადგურები“ ნიშნავს ნავსადგურებსა და ოფიციალურად ნებადართულ გადასატვირთ პუნქტებს, აგრეთვე მისადგომებს სამგზავრო ხომალდებისათვის, შეთანხმების მონაწილე მხარეების სახელმწიფო ტერიტორიებზ