(2) ამ მუხლის I პუნქტის მიხედვით კულტურულ დაწესებულებებად ითვლებიან კულტურის ინსტიტუტები, კულტურის ცენტრები და ნაწილობრივ ან მთლიანად საზოგადოებრივი ხარჯებით დაფინანსებული სამეცნიერო ორგანიზაციათა ცენტრები, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლები და პროფესიული სასწავლებლები, მასწავლებელთა მოსამზადებელი და კვალიფიკაციის ასამაღლებელი, მოზრდილთა განათლების დაწესებულებები, ბიბლიოთეკები, სამკითხველო დარბაზები, საზოგადოებრივ სამართლებრივი კვლევითი დაწესებულებები. ამ დაწესებულებებიდან მივლინებულ სპეციალისტებთან გათანაბრებული არიან ოფიციალური დავალებით მივლინებული ან შუამდგომლობით გაგზავნილი სამეცნიერო-კულტურული და პედაგოგიური დარგის მუშაკები.

(3) შეთანხმების მონაწილე მხარეთა კულტურულ დაწესებულებებს გარანტირებული აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად გაშალონ მუშაობა ამ სახის დაწესებულებებისათვის მინდობილ ყველა საქმიანობაში, რომელიც მოიცავს გადაადგილების თავისუფლების, აგრეთვე საზოგადოებასთან თავისუფალ ურთიერთობას.

(4) ამ მუხლის 1 და მე-2 პუნქტებში მითითებული კულტურის დაწესებულების და იმ პირთა სტატუსი, რომლებიც კულტურული თანამშრომლობის ფარგლებში შუამდგომლობით ან ოფიციალური დავალებით მივლინებული ან გაგზავნილი არიან შეთანხმებაში მონაწილე მხარეთა მიერ, განისაზღვრება ამ შეთანხმების დანართით. შეთანხმების დანართი ძალაში შედის ამ შეთანხმებასთან ერთა