2. შიდა სანაოსნო გზებზე ნაოსნობისათვის, რაინის, მოზელისა და საზღვაო სანაოსნო გზების გარდა, ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანოები, მეორე მონაწილე მხარის მიერ გაცემული სიგელებისა და მოწმობების წარდგენისას, რომლებიც ეხება ხომალდს, მის ეკიპაჟსა და ტვირთს (მაგ. ხომალდის პატენტი და საკვალიფიკაციო მოწმობა), გასცემს თავის სახელწმიფო ტერიტორიაზე გათვალისწინებულ სიგელებსა და მოწმობებს. ამასთან ერთ-ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე სიგელები და მოწმობები უნდა გაიცეს ისეთი პირობებით, რომლებიც პასუხობენ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მოქმედ განაწესებს.
3. სახიფათო ტვირთი შეიძლება მხოლოდ იმ გემებით გადაადგილდეს, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მოწმობა სათანადო სანაოსნო გზით სარგებლობისათვი