2. სამგზავრო და სატვირთო ხომალდებზე, ეკიპაჟის წევრებთან ერთად მგზავრობა შეუძლიათ აგრეთვე მათ მეუღლეებსა და დაუქორწინებელ მცირეწლოვან შვილებს, თუ ისინი 1-ლ პუნქტში აღნიშნულ დოკუმენტში იქნებიან გაფორმებულნი. ბავშვები 16 წლამდე შეიძლება იყვნენ დასახელებულნი ერთ-ერთი მეუღლის პასპორტში.
3. საქართველოს და გერმანის ხომალდების ეკიპაჟის წევრებს დუნაიზე საზღვრის გადაკვეთისას ან ხომალდის გემბანზე, აგრეთვე დუნაის სანაპიროზე განლაგებულ ნავსადგურების ტერიტორიაზე ყოფნისას არ ესაჭიროებათ ვიზა, თუ მათ აქვთ დუნაიზე ნაოსნობის მოწმობა ან მეზღვაურის პასპორტი და თუ ისინი შეყვანილნი არიან ეკიპაჟის სიაში. იგივე ეხება ეკიპაჟის წევრების ოჯახის წევრებს, რომლებიც შეყვანილნი არიან დუნაიზე ნაოსნობის მოწყობაში ან მეზღვაურის პასპორტში.
4. ყველა ის პირები, რომელიც მოხსენებული არიან 1 და 2 პუნქტებში და იმყოფებიან გემბანზე, აუცილებლად უნდა აღირიცხებოდნენ ეკიპაჟის სიაში.
5. ორივე მონაწილე მხარე ერთმანეთში ცვლის 1 და 2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების ნიმუშებს.
6. სამართლებრივი წესდება, ქვეყანაში შემოსვლისა და იქ ყოფნის შესახებ უცხოელთა მიმართ უცვლელი