2. საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან შერეულ კომისიაში შევა ტრანსპორტის სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, როგორც დელეგაციის მეთაური და თითო-თითო წარმომადგენელი სანაოსნო საწარმოების და ტვირთმფლობელებისაგან.

3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან შერეულ კომისიაში შევა ტრანსპორტის ფედერალური სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, როგორც დელეგაციის მეთაური და თით-თითო წარმომადგენელი სანაოსნო საწარმოებისა და ტვირთმფლობელებისაგან.

4. ცალკეული საკითხების დასაზუსტებლად თითოეულ მხარეს შეუძლია მოიშველიოს ექსპერტები.

5. შერეული კომისია თავის პირველ სხდომაზე, შეიმუშავებს და დაადგენს თავისი საქმიანობის განაწესს.

6. შერეულ კომისიას განსაკუთებით ევალება:

ა) მისცეს წინადადებები კომპეტენტურ ორგანოებს შემდეგი საკითხების მოსაგვარებლად:

- სამდივნო პორტების დანიშვნის შესახებ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად;

- მინიმალური და მაქსიმალური სატარიფო გადასახადების დანიშვნისა და მასთან დაკავშირებულ დამატებით საკითხებზე, მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

- წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სატრანსპორტო გზის დადგენა;

- ხომალდებისათვის მესამე ქვეყნიდან ორმხრივ მიმოსვლაზე ნების დართვის შესახებ;

- წინამდებარე შეთანხმების შესათავსებლად შინა ნაოსნობის მგზავრების განვითარებასთან;

ბ) საქართველოსა და გერმანიის სანაოსნო საწარმოების ტვირთი, საჭიროების შემთხვევაში, გაგებულ უნდა იქნეს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და საჭიროებს მეთვალყურეობას;

გ) კონსულტაციის ჩატარება მგზავრობათა მაქსიმალურ რაოდენობათა შესახებ ორმხრივ მიმოსვლაში მე-3 მუხლის 5 პუნქტის და ტრანზიტულ მიმოსვლაში მე-4 მუხლის და მე-2 პუნქტის შესაბამისად;

დ) საქართველოსა და გერმანიის ხომალდების ტრანსპორტირება, სტატისტიკურად აღირიცხოს.

7. მე-5 პუნქტის წინადადების საფუძველზე, გადაწყვეტილებები მიიღება დელეგაციის მეთაურის მიერ შერეულ კომისიაში განაცხადის თანახმად.

დელეგაციის მეთაურის განცხადება ფორმდება მონაწილე მხარეების კომპეტენტური ორგანოების სახელით. განცხადებები უნდა გაფორმდეს შესაძლებლობის მიხედვით  - ორი კვირის განმავლობაში - შერეული კომისიის წინადადების წარმოდგენის შემდეგ.

8. მინიმალური და მაქსიმალური სატარიფო გადასახადები და მასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები თანხმდება შერეულ კომისიასთან, საჭიროების შემთხვევაში. ეს შეთანხმება წარედგინება კომპეტენტურ ორგანოებს, მისი ძალაში შესვლის შესახებ მორიგდება ორივე მხარე. ძალაში შესვლა ქვეყნის საკუთარი სამართლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ ეცნობება რომელიმე შემთანხმებელ მხარეს.

9. თუ შეთანხმება შერეულ კომისიაში არ იქნა მიღწეული, ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით, ორივე მხარის კომპეტენტურ ორგანოთა წარმომადგენლები, ოთხი კვირის განმავლობაში, იკრიბებიან საკონსულტაციოდ.

10. კომპეტენტური ორგანოები, მოთხოვნის საფუძველზე შერეულ კომისიას გადასცემს იმ დოკუმენტაციას, რომელიც მას თავისი დავალებების შესასრულებლად სჭირდებ