ა) დატვირთვა-განტვირთვის ნავსადგურებში;

ბ) სამგზავრო ტრასის ნავსადგურებში;

გ) სამგზავრო მონაკვეთზე ნებადართულ ადგილებში;

2. ავარიის, უბედურების გემბანზე მყოფი რომელიმე წევრის მძიმე ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით გამოწვეული შემთხვევების დროს, როდესაც შეუძლებელი ხდება მგზავრობის გაგრძელება, ხომალდებს შეუძლიათ გაჩერდნენ შესაფერის ადგილებში. ასეთ შემთხვევებში გემის კაპიტანმა, ან ერთ-ერთმა ნდობით აღჭურვილმა პირმა, ამის შესახებ აუცილებლად, სასწრაფოდ უნდა შეატყობინოს ახლო მდებარე სასაზღვრო, საბაჟო ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს.

3. ორივე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოები მეორე მხარის ხომალდების ავარიის ან უბედურების შემთხვევაში, აგრეთვე ეკიპაჟის წევრების უბედურების შემთხვევაში, აღმოუჩენენ სასწრაფო დახმარების შესაბამის მხარეს.

მძიმე ავარიების ან უბედური შემთხვევების დროს, ის მონაწილე მხარე, რომლის ტერიტროიაზედაც მოხდა შემთხვევა, სასწრაფოდ აცნობებს დაზარალებულ მხარეს ამის შესახებ. ხოლო თუ დაიწყება მომხდარი შემთხვევის გარემოებების შემსწავლელი გამოძიება, აცნობებს დაშავებულ მხარეს ამ გამოძიების შედეგებ