1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლებით და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.
11. სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოში შემომსვლელ პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.
2. სასაზღვრო გამტარი პუნქტის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.
3. ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნის წესს.
4. სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს
ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.
საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4264 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.424
საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222
საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279
საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391
საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4221 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3314 – ვებგვერდი, 18.07.2023