თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რეჟიმი ადგენს:

ა) პირისა და ტრანსპორტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის და მათი შემოწმების წესს;

ბ) სახელმწიფო საზღვარზე პირის გადაადგილების, ქონების, ნივთების, ვალუტის, ძვირფასი ლითონებისა და ქვების,მათგან დამზადებული ნაკეთობების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაცული ისტორიისა და კულტურის მოძრავი ნივთების ფასიანი ქაღალდების გადატანის, ცხოველთა გადაყვანის წესს;

გ) სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირისა და ტრანსპორტის შესვლის, ყოფნისა და იქიდან გამოსვლის, საქონლის შემოტანა-გატანის წესს;

დ) საქართველოს შიდა წყლებში, პორტებსა და ტერიტორიულ წყლებში საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების სანაოსნო საშუალებათა შესვლის, გადაადგილებისა და ყოფნის, აგრეთვე იქიდან გამოსვლის წესს;

ე) საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ხომალდისა და სხვა საფრენი აპარატების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის წესს;

ვ) სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში სამეურნეო, სარეწი, სამეცნიერო-კვლევითი და სხვა საქმიანობების განხორციელების წესს ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №987 - სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.80

საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021