1. საქართველოს ტერიტორიაზე ან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საქართველოს საბაჟო, ფისკალური, საიმიგრაციო ან სანიტარიული კანონმდებლობისა და წესების დარღვევის აღკვეთის მიზნით დგინდება მიმდებარე ზონა, რომელიც არის 12 საზღვაო მილის სიგანის ზღვის ზოლი და ღია ზღვის მხრიდან ესაზღვრება საქართველოს ტერიტორიულ წყლებს.
2. მიმდებარე ზონა ვრცელდება არა უმეტეს 24 საზღვაო მილის მანძილზე იმ სწორი ამოსავალი ხაზებიდან, რომლებიდანაც ხდება ტერიტორიული წყლების ათვლა.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4927 – ვებგვერდი, 04.07.2019