1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისაგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში.
2. საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა დადასტურებულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.
3. საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და ამ კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1200 – ვებგვერდი, 30.12.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…პირის ირ---–- ქო---ას 2018 წლის 30 აგვისტოს წერილით დადგენილია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ასევე ,,სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო…
…უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ი-----–- ქ-----ას წერილის თანახმად: საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ასევე ,, სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო…