განაჩენი

სისხლის სამართლის 26.02.2019
საქმის ნომერი
330100118002612656
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თეონა აბულაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გ------- ხ----ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ---- მ-----------ი, დაბადებული 1--- წლის 8--------ო, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები გ----------------------------–------------ში.

 

ადვოკატები - მ----- მ-----–--ე, ზ------ რ---–---–ი

 

თარჯიმნები - ვ-----–- მ---------ვი, ე-–--- თ------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილი (2 ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილი;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

რ---- მ-----------ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (2 ეპიზოდი), ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და მარიხუანას შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქართველოს მოქალაქე რ---- მ-----------მა, რომელიც იმყოფებოდა საქართველოში, 2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით პერიოდში, უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მანვე გადაწყვიტა უკანონოდ გადმოეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ამ გზით საქართველოში უკანონოდ შემოეტანა ასევე უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება.

რ---- მ-----------მა გამოძიებით დაუდგენელ გარემოებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებები ჰეროინი წონით 1119,1 გრამი, მეტამფეტამინი (მარილი) წონით 1,1935 გრამი და მარიხუანა წონით 177,20 გრამი. 2018 წლის 27 ივლისს დილის საათებში უკანონოდ გადმოკვეთა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მიმდებარედ გამავალი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი, გადმოვიდა საქართველოში და უკანონოდ შემოიტანა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, რა დროსაც დაკავებული იქნა ს-----------------–-–-ის თანამშრომელთა მიერ. პირადი ჩხრეკისას რ---- მ-----------ისაგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 1119,1 გრამი, მეტამფეტამინი (მარილი) წონით 1,1935 გრამი და მარიხუანა წონით 177,20 გრამი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ--------- გ-----–----მა განმარტა, რომ 2018 წლის 27 ივლისს, ღამის საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რ---- მ-----------ი სასაზღვრო კონტროლის გვერდით ავლით გადასული იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ამასთან ის უნდა დაბრუნებულიყო საქართველოს ტერიტორიაზე კვლავ სასაზღვრო კონტროლის გვერდით ავლით. იმავე ინფორმაციის თანახმად ბრალდებულს საქართველოში უნდა შეეტანა ნარკოტიკული საშუალება. ბ--------- გ-----–----მა ინფორმაცია პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაიწყო გამოძიება. მოწმემ განმარტა, რომ რ---- მ-----------თან წარსულში ორჯერ ჰქონდა სამსახურებრივი შეხება, ორივეჯერ დაუფიქსირდა უკანონო საზღვრის კვეთა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ი-----–- გ--–--ემ განმარტა, რომ არის შს--------------------–-–-----------------–- სამსახურის თანამშრომელი. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად რ---- მ-----------ი უკანონოდ იყო გადასული აზერბაიჯანში და საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად 2018 წლის 27 ივლისს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს საზღვრისპირა სოფელ ვ---------ში, სულ 6 თანამშრომელი და ელოდებოდნენ ბრალდებულს, რომელიც საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავეს. მოწმემ განმარტა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს ყოფს წყლის არხი, ამასთან მეორე მხარეს არის ბუჩქნარი და ე.წ. ეკლიანი მავთული. როდესაც ბრალდებული არხში შევიდა, გაიგო ხმა და დაინახა რ---- მ-----------ი, რომელიც თანამშრომელ კ--- ი------–---–თან ერთად შეაჩერა. ბრალდებულს თარჯიმნის დახმარებით გამომძიებლის მიერ განემარტა უფლებები, მასვე ადგილზე ჩაუტარდა ჩხრეკა და ამოიღეს 2 ცალი პოლიეთილენის პაკეტი, რომლებიც ეჭირა ხელში.

 

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმე კ------- ი------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ სოფელ ვ---------ში ბრალდებულს ჩაუსაფრდნენ გამთენიისას, დილის საათებში. ი-----–- გ--–--ესთან ერთად შენიშნა აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი რ---- მ-----------ი. არხში იყო წყალი და ბრალდებული საზღვარზე გადმოვიდა სველი, ის შეაჩერეს საზღვრიდან დაახლოებით 15-20 მეტრში. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ---- მ-----------ას პაკეტში ქონდა ნარკოტიკული საშუალება. კ------- ი------–---–მა განმარტა, რომ მას რ---- მ-----------თან სამსახურეობრივი შეხება აღნიშნულ ფაქტამდეც ჰქონდა, კერძოდ 2017 წელს დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის გადაყვანისას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- მ---------ემ განმარტა, რომ არის სა--------------–-–-----------------–-------------------------------------–------------------------------–--------------–-----------------ო განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი. 2018 წლის 27 ივლისს დაიწყო გამოძიება განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ოპერატიულ თანამშრომელ - ბ--------- გ-----–----ის მიერ დაწერილი პატაკის საფუძველზე. ამ უკანასკნელის დაკითხვის შემდეგ თანამშრომლებთან ერთად წავიდა გ------------------ში და დააკავა რ---- მ-----------ი, რომელსაც ჩაუტარა ჩხრეკა და ამოუღეს 2 ფუთა, გარდა ამისა მოცემულ საქმეზე გამოკითხა მოწმეები, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და ჩაატარა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული უშუალოდ შეაჩერეს ს------–---–-----–----------------------–ი სამსახურის 2 თანამშრომელმა, მათ შორის იყო ი------–---–მა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ---- ბ--------–---–მა განმარტა, რომ არის ს----------–----–-------------- პოლიციაში გამომძიებელი. 2018 წლის 31 აგვისტოს ადვოკატს გადასცა მტკიცებულებები და შეადგინა შესაბამისი ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- დ--------ემ განმარტა, რომ არის საქართველოს შ--------------------------–----------- დეპარტამენტის ექსპერტი, მოწმემ დაადასტურა თ----- უ---–--ასთან ერთად 2018 წლის 28 ივლისს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით, (ე.წ „სკოტჩი“) შემოგარსული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში წონით 318,19 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცვლელ ნარევს, გამოშრობის შემდეგ წონით 227,73 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა 108,91 გრამი (ობიექტი 1).

უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით, (ე.წ „სკოტჩი“) შემოგარსული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში 4 (ოთხ) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, საერთო წონით 1436,88, გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცვლელ ნარევს, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით 873,78 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 448,38 გრამი (ობიექტი N 2-5).

პოლიმერული მასალის კონტეინერში მოთავსებული პოლიეთილენის ნაწერში დაფასოებული თეთრი კრისტალური ნივთიერება წონით 1,4083 გრამი (ობ. N6) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი), წონით 1,1935 გრამს.

მომწვანო მცენარეული მასა, გამომშრალ მდგომარეობაში წონით 177,20 გრამი (ობ.N7) წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას.

2 ცალ ჰიგიენურ საფენზე, მზესუმზირის მარცვლებზე და 2 ცალ ორცხობილაზე (ობ.N8) არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

უფერო გამჭვირვალე წებოვანი ლენტით, (ე.წ „სკოტჩი“) შემოგარსული უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში 4 (ოთხი) ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში საერთო წონით 1744,40 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცვლელ ნარევს, გამოშრობის შემდეგ საერთო წონით 1053,40 გრამს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონაა 561,81 გრამი (ობიექტი N9-12).

საკვლევ ობიექტში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონამ შეადგინა - 1119,1 გრამი.

 

აღნიშნული დასკვნა დაადასტურა ასევე ექსპერტმა თ----- უ---–--ამ და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი იყო პოლიეთილენის 2 პაკეტი, დალუქული სახით. პირველ პაკეტში მოთავსებული იყო 8 ობიექტი, მე-2 პაკეტში კი მოთავსებული იყო 4 ობიექტი.

 

დაცვის მხარის მეირ წარმოდგენილმა მოწმე ი-----–- ქ-----ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს ს-------------------------------–---------------–---------------------–--------------------------------------------ის დირექტორი. სამსახურიდან გამომდინარე პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, შესაბამისად წერილზე, რომელშიც დასმული იყო კითხვა - არის თუ არა განხორციელებული დელიმიტაცია და დემარკაცია საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის საზღვარზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში სად გადის საზღვარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ არის რა საშუალებით უნდა იხელმძღვანელონ, პასუხი მოამზადა ს-----------------------------ოში არსებულმა დელიმიტაციისა, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურმა, ხელი კი მოაწერა თავად, როგორც საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელმა პირმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ------ თ-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ს-----------------–-–----------–---------------------------ე სამმართველოს, N---------------------------ის უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 27 ივლისს მის დასაცავ ობიექტზე ოპერატიული სამძებრო მოქმედებას ატარებდნენ ოპერატიული თანამშრომლები, შესაბამისად მისთვის უცნობია რომელ საათზე დააკავეს ბრალდებული. გამომძიებელთან და ოპერატიულ თანამშრომელთან ერთად დაათვალიერა ადგილმდებარეობა, მოხდა დასურათებაც. დათვალიერების შედეგად არაფერი არ იქნა აღმოჩენილი. ზ------ თ-------–---–მა განმარტა, რომ მის დასაცავ მონაკვეთზე საზღვარი გადის სარწყავ არხზე, რომლის ერთი მხრიდან ტერიტორიას საქართველოს მესაზღვრეები იცავენ, მეორე მხრიდან აზერბაიჯანის მესაზღვრეები. სარწყავ არხზე რაიმე მანიშნებელი ნიშანი რომელიც ყოფს საზღვარს არ არის, თუმცა არის მავთულხლართები. პიროვნება, როდესაც დგას მავთულხლართების აქეთ და არხის იქეთ, არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ადგილი სადაც სავარაუდოდ მოხდა დარღვევა, არის სოფელი, საზღვრიდან პირველი დასახლებული მოსახლე არის 50-60 მეტრში, თუმცა მოქალაქეს არხამდე მისვლა არ შეუძლია. 500 მეტრიან ზოლში, საქართველოში არის შიდა რეგულაცია, ადგილობრივ მოსახლეობაზე გაიცემა ინდივიდუალური საშვები. იმ ადგილას სადაც დაკავება მოხდა გადის გზა და თავისუფლად შეუძლია მოქალაქეს გადაადგილება. საზღვრებს ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით განსაზღვრავენ, დემილიტარიზაცია-დემარკაცია არ არის მომხდარი აღნიშნულ ტერიტორიაზე და ადმინისტრაციული საზღვრის მიხედვით იცავენ საზღვრის უმეტეს მონაკვეთს. მოწმემ განმარტა, რომ მას აქვს სპეციალური რუკა, რომლის საფუძველზეც ადგენენ საზღვარს. რუკისა და საზღვრის ნახვა ტელეფონის საშუალებითაც არის შესაძლებელი „google map-ის” დახმარებით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ------- შ-------ამ განმარტა, რომ არის თარჯიმანი. ზაფხულში სავარაუდოდ 0400-0500 საათზე დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი და უთხრა, რომ უნდა წასულიყვნენ ვ---------ში, რადგან მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კონკრეტულ პირს უნდა გადაეკვეთა საზღვარი. დანიშნულების ადგილას მალე ჩავიდნენ, სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, ხევთან დახვდათ ს-----------------–-–-ის თანამშრომლები, დაახლოებით 4-5 კაცი და რ---- მ-----------ი. ბრალდებულს დასვრილი ჰქონდა ტანსაცმელი, უთარგმნა გამომძიებლის მიერ განმარტებული უფლებები, თუმცა დაკავებულმა ოქმს ხელი არ მოაწერა და დანაშაული არ აღიარა, პოლიეთილენის პაკეტი რ---- მ-----------ს გვერდზე ედო, ხელში ჭერის ფაქტი არ დაუნახავს, თავის მხრივ პაკეტში რამდენიმე პაკეტი იდო, თუმცა ბრალდებული ამბობდა რომ მისი არ იყო. აღნიშნული პროცედურები გამთენიას ხდებოდა. მოწმემ განმარტა, რომ მას ბრალდებული ეუბნებოდა, რომ ის საქართველოს დასახლების მეორე მხარეს დააკავეს.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რ---- მ-----------მა არ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მიდიოდა ნათესავ ნ-------თან, რომლის გვარიც არ იცის, თუმცა არავინ დახვდა და დაბრუნდა უკან. არხიდან დაახლოებით 150-200 მეტრში ცხოვრობს. უკან დაბრუნებისას გზაში შეხვდა პოლიციელები, მათ უთხრეს, რომ პოლიეთილენის პაკეტი, მასში არსებული ნივთები მისი იყო, თავად ამტკიცებდა, რომ ნარკოტიკული საშუალება მისი არ იყო. ის დააკავეს აზერბაიჯანის ტერიტორიის მხარეს და გადაიყვანეს საქართველოს საზღვარზე, ძირს დააწვინეს და დაადეს ხელბორკილი. კონფლიქტის ზონიდან 3-4 მეტრში, საიდანაც 200 მეტრში ცხოვრობს მისი ნათესავი, რომელთანაც მიდიოდა. დაახლოებით 20 წუთი ელოდებოდნენ თარჯიმანს. ხელი არ მოაწერა არაფერს, რადგან ნარკოტიკები მისი არ იყო. ოქმზე შენიშვნაც არ გააკეთა, რადგან არ უნდოდა.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 27 ივლისს საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2018 წლის 27 ივლისის შ---------------------–-–-----------------–-------------------------------------–--------------------–---------------–--------------–-----------–---–-----–----------------------– სამსახურის უფროსი ს-----------------–-–-ის ვიცე-პოლკოვნიკ ბ--------- გ-----–----ის პატაკის თანახმად, მიღებული ინფორმაციის თანახმად რ---- მ-----------ი უკანონოდ იმყოფება აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საიდანაც აპირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადმოკვეთას ს-----------------–-–-ის N3 სამმართველოს (წ-----–------ი) N------------------------- ვ---------ის დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას.

 

2018 წლის 27 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად რ---- მ-----------ი დაკავებული იქნა - გ------------------ის სოფელ ვ---------ში, N-------------------------ის დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე - 0626 საათზე, ამასთან მისგან ამოღებული იქნა 2 ფუთა.

 

2018 წლის 27 ივლისის შემთხვევის ადგილი დათვალიერების ოქმის თანახმად დათვალიერდა ს-----------------–-–-ის N3 სამმართველოს N-------------------------ის დასაცავი მონაკვეთი, მარცხენა ფლანგი, სადაც გადის საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი. შემთხვევის ადგილი მდებარეობს გ------------------ის სოფელ სადახლოში, შემთხვევის ადგილს ესაზღვრება აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რომელსაც ყოფს სარწყავი არხი და ღობე.

 

2018 წლის 27 ივლისის ს-----------–--------–-----------------------------------------–----–----------------------–---------------------------------------------------–-------ის განყოფილების უფროს - დ----- თ--------ის წერილის თანახმად კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით რ---- მ-----------ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2016 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 27 ივლისამდე დაფიქსირდა სსკგ ვ---------ის გავლით. თანდართული ცხრილის თანახმად რ---- მ-----------ს ბოლოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსვლით უფიქსირდება 2016 წლის 11 დეკემბერს.

 

საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს ს-----------------–-–-ის ს-------------–--------------–-----------------–------–---------------–--- სამმართველოს უფროს კ----–-- ც-----–---–ის წერილის თანახმად: კოორდინატები ს-----------------–-–-ის ს-------------–--------------–-----------------–------–---------------–--- სამმართველოს მიერ დატანილი იქნა ტოპოგრაფიულ რუკაზე და დადგინდა, რომ მდებარეობს საქართველო-აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო (ადმინისტრაციული) საზღვრის მიმდებარედ, 500 მეტრიან სასაზღვრო ზოლში, მარნეული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ს-----------------–-–-ის N3 სამმართველოს (წ-----–------ი) N-------------------------ის (ვ---------ი) დასაცავ მონაკვეთზე, ხოლო სახელმწიფო საზღვრიდან დაშორებულია დაახლოებით 30 მეტრით.

 

2017 წლის 9 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ---- მ-----------ი ცნობილ იქნა დამნაშავეს საქართველოს სსკის 344-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 10 თვისა და 24 დღის დადით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთა 1 წლის, 10 თვისა და 24 დღის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ჩაეთვალა პირობით 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 4 ივლისის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებული რ---- მ-----------ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 10 თვისა და 10 დღით ადრე.

 

2018 წლის 30 აგვისტოს ს-----------------------------ოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის ი-----–- ქ-----ას წერილის თანახმად: საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია განსაზღვრულია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ასევე ,, სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შედგება ყოფილი სსრკ-ის საკანონმდებლო აქტებით დადგენილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვრისა და ყოფილი სსრკ-ის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული სახელმწიფო საზღვრისგან, რომელიც განსაზღვრავდა ყოფილს სსრკ-ის სახელმწიფო საზღვარს საქართველოს ნაწილში. ამასთან, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რომელიც 1996 წელს დაიწყო დასრულებული არ არის და დამოკიდებულია მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევაზე. აღნიშნული მიმართულებით გრძელდება მუშაობა. ამდენად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის საბოლოო გაფორმებამდე, სახელმწიფო საზღვრად გვევლინება სსრკ-ის ბოლო პერიოდში არსებული ყოფილი რესპუბლიკური/ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი, რომლის მიხედვით ხორციელდება სახელმწიფო საზღვრის დაცვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან რ---- მ-----------ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, ობიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული გულისხმობს დადგენილი წესის გვერდის ავლით როგორც საქართველოდან გასვლას, ისე საქართველოში შესვლას, კერძოდ სათანადო დოკუმენტების, ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე. დანაშაული დამთავრებულია დამნაშავის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან. განსახილველი დანაშაულის ფორმალური შემადგენლობათა რიცხვს მიეკუთვნება და დამთავრებულია მოქმედების განხორციელების მომენტიდან. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაული საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დადგენილი მმართველობის წესსა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოწმე ბ--------- გ-----–----ის ჩვენებითა და პატაკით დადგენილია, რომ 2018 წლის 27 ივლისის ღამის საათებში მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რ---- მ-----------ი სასაზღვრო კონტროლის გვერდით ავლით გადასული იყო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იმავე ხერხით აპირებდა საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებას, რა დროსაც საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება.

 

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს საზღვრისპირა სოფელ ვ---------ში ბრალდებულს ჩაუსაფრდა შს--------------------–-–-----------------–- სამსახურის თანამშრომლები, მათ შორის ი-----–- გ--–--ე და კ------- ი------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარს ყოფს წყლის არხი, მეორე მხარეს არის ე.წ. ეკლიანი მავთულხლართი. მათ გაიგეს ხმა და დაინახეს არხში შესული და აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ბრალდებული, შესაბამისად შეაჩერეს და დააკავეს. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა 2 ცალი პოლიეთილენის პაკეტი.

 

მოწმე ზ------ თ-------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ს-----------------–-–----------–---------------------------ე სამმართველოს, N---------------------------ის უფროსის მოადგილედ. 2018 წლის 27 ივლისს მის დასაცავ ობიექტზე ოპერატიული სამძებრო მოქმედებას ატარებდნენ ოპერატიული თანამშრომლები, აღნიშნულ მონაკვეთზე საზღვარი გადის სარწყავ არხზე, რომლის ერთი მხრიდან ტერიტორიას საქართველოს მესაზღვრეები იცავენ, მეორე მხრიდან აზერბაიჯანის მესაზღვრეები. პიროვნება, როდესაც დგას მავთულხლართების აქეთ და არხის იქეთ, არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

 

მოწმე კ------- ი------–---–მა დაადასტურა, რომ ბრალდებული საქართველოს საზღვარზე გადავიდა სველი, ის შეაჩერეს საზღვრიდან დაახლოებით 15-20 მეტრში, აღნიშნული ცალსახად ადასტურებს გამომძიებლების ჩვენებებს, რომ ბრალდებული რ---- მ-----------ი ნამდვილად იმყოფებოდა არხის იქით, ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

 

2018 წლის 27 ივლისის ს-----------–--------–-----------------------------------------–----–----------------------–---------------------------------------------------–-------ის განყოფილების უფროსის დ----- თ--------ის წერილისა და თანდართული დოკუმენტის თანახმად რ---- მ-----------ს ბოლოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა საქართველოში შემოსვლით უფიქსირდება 2016 წლის 11 დეკემბერს, შესაბამისად დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული კანონით დადგენილი წესის გვერდის ავლით - სათანადო დოკუმენტების, ნებართვისა და რეგისტრაციის გარეშე გავიდა და დაბრუნდა საქართველოდან აზერბაიჯანში და პირიქით.

 

გამომძიებელმა მ---- მ---------ემ თავის მხრივ დაადასტურა რ---- მ-----------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ფაქტი, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა 2 ფუთა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე თ------- შ-------ას ჩვენების იმ ნაწილს, სადაც ის აღნიშნავს, რომ მან რ---- მ-----------ის გვერდზე დაინახა მხოლოდ ერთი ცალი პაკეტი, რადგან მოწმის აღნიშული ჩვენება არ გამომდინარეობს მის მიერვე ხელმოწერილ და მაშასადამე დადასტურებულ ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციასთან, რომლის თანახმადაც რ---- მ-----------ისაგან ამოღებული იქნა 2 ფუთა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, იმაზე მითითებით, რომ საქმეში არ არსებობს აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი საკმარისი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირების ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ ჩვენებებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოსაზრება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან. საპირისპიროდ სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული არ არის გულწრფელნი სასამართლოს წინაშე და ცდილობს გაიმართლოს თავი. არადამაჯერებელია ის მოსაზრებაც, რომ დილის საათებში იმყოფებოდა ნათესავთან, რომელიც არ დახვდა სახლში, უკან დაბრუნებული კი ნაცნობმა გამომძიებლებმა წინა ნასამართლობიდან გამომდინარე შეაჩერეს და დაუდეს პაკეტები, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებებით, როგორც ის ფაქტი, რომ აღნიშნული პაკეტები, მასში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებებით მას არ ეკუთვნოდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია მიზნად ისახავს მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას, შეჯიბრებითობის პირობებში ცხადია რაიმე ვერსიას პირდაპირ - სათანადო მტკიცებულებების გარეშე, უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს, მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულს მხარე აცხადებს.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე. ვერსიის დასამტკიცებლად კი არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, გარდა ამისა ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ჰქონოდათ გამომძიებლებს მოცემული ბრალდებულის მიმართ, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მათი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ---- მ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (2 ეპიზოდი) საქართველოს სახელმწიფოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გადასვლისას და უკან დაბრუნებისას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანა და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა.

ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე.

ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანა კი გულისხმობს, სახელმწიფო საზღვრებს გარეთ არსებული ტერიტორიიდან შემოტანას.

 

ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ერთ-ერთი ხერხია მათი საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანა სახელმწიფო კონტროლისგან მალულად, ე.ი. მათი მოთავსებით სხვადასხვა სამალავში, რაც აძნელებს ამ ნივთიერებების აღმოჩენას ან საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთით, რა დროსაც ცხადია ვერ ხდება საბაჟო კონტროლი.

 

2018 წლის 27 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად რ---- მ-----------ი დაკავებული იქნა - გ------------------ის სოფელ ვ---------ში, N-------------------------ის დასაცავი მონაკვეთის მარცხენა ფლანგზე - 0626 საათზე, ამასთან მისგან ამოღებული იქნა 2 ფუთა.

 

2018 წლის 28 ივლისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ საკვლევ ობიექტში ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონამ შეადგინა - 1119,1 გრამი, მეტამფეტამინის (მარილი) საერთო წონამ შეადგინა - 1,1935 გრამი, ხოლო მომწვანო მცენარეული მასა, გამომშრალ მდგომარეობაში წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას - წონით 177,20 გრამს.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება ჰეროინი და მეტამფეტამინი (მარილი), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება ჰერიონი და მეტამფეტამინი (მარილი) 1 გრამზე მეტი ოდენობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, შესაბამისად დგინდება, რომ რ---- მ-----------ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი წონით 1119,1 გრამი და მეტამფეტამინი (მარილი) წონით 1,1935 გრამი მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.

 

გარდა ამისა ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, დიდ ოდენობას მიეკუთვნება გამომშრალი მარიხუანა 70 გრამიდან 500 გრამამდე ოდენობით, შესაბამისად რ---- მ-----------ისაგან ამოღებული მომწვანო მცენარეული მასა - გამომშრალ მარიხუანა, წონით 177,20 გრამი მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

 

შესაბამისად სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია, რომ რ---- მ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ რ---- მ-----------მა ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა (2 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი), რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთს 3-5 წლამდე ვადით, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს 8-20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთს 15-20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მანვე ჩაიდინა მარიხუანას შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომს 300-400 საათამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა მისი წარსული ნასამართლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით რ---- მ-----------ს სასჯელის ზომად განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. რ---- მ-----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 5 ივლისიდან 2018 წლის 27 ივლისის ჩათვლით ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ---- მ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული სასჯელი, პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის, 10 (ათი) თვისა და 10 (ათი) დღის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 9 ოქტომბრის განაჩენითა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით რ---- მ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 19 (ცხრამეტი) წლის ვადით;

2. რ---- მ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. რ---- მ-----------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 27 ივლისიდან;

4. რ---- მ-----------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს;

5. პოლიეთილენის ორი პაკეტი, მასში მოთავსებული ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, რომლებიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–-----------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი