მუხლი 8. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ
თავი I — ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, ამ კანონის, ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
2. „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესს“ შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2013-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ბს-639-551-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2005
…კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 30.12.94 ¹249 განკარგულება. ასევე “ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის” მე-7 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტი და მე-8 მუხლის პირველი ნაწილის “ე” პუნქტი, რადგან აღნიშნული ნორმების საფუძველზე ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, განკარგონ სარეფორმო ფონდში რიცხული მიწები.…
…საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ განსაკუთრებულ შემთხვევებში საქართველოს ვიზა შეიძლება გაიცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. 6.4. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ შედგება…
…ქ. თბილისი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის…