განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2019
საქმის ნომერი
330100118002408376
ინსტანცია
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002408376

საქმე №1ბ/543-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ-------------–---–-ას

მსჯავრდებულის: დ------–----–------ას

ადვოკატის: ც-------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ დ------–----–------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-------------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ------–----–------ას მიმართ. დ------–-------–---------–------- დაბადებულია 19---–-–---- აგვისტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------- ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ--–--------------------–------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები და საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ------–----–------ამ ჩაიდინა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. აღნიშნული დანაშაულების ჩადენა გამოხატა შემდეგში:

2017 წლის 09 აპრილს გ--–--------------------–------–- მცხოვრებ დ------–----–------ას თანასოფლელ გ---–--–----–-----სთან ამ უკანასკნელის ოჯახში სუფრაზე ყოფნისას მოუვიდა შეკამათება და განაწყენებულმა განიზრახა გ---–--–----–-----სა და მისი მეუღლის - ს--------–--–--------ის განზრახ მკვლელობა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით იმავე საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული დ------–----–------ა მივიდა გ---–--–----–-----ს სახლში და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გ---–--–----–-----ს და ს--------–--–---------ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ---–--–----–----- ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ს--------–--–--------- გარდაიცვალა გ--–-- საავადმყოფოში მიყვანისთანავე.

 

გ--–--------------------–------–- მცხოვრები დ------–----–------ა საკუთარ სახლში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რასაც იგი 2017 წლის 9 აპრილს უკანონოდ ატარებდა გ--–--------------------–------–--

 

დ------–----–------ას „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13-15,24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაეკვეთა საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს ერთ-ერთ სასაზღვრო-გამტარ პუნქტში, სადაც უნდა გაევლო საპასპორტო კონტროლი. ამ დროს მის პასპორტში აღინიშნებოდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თარიღი. დ------–----–------ამ მითითებული წესების უგულებელყოფით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მიზნით, 2017 წლის მაისში უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც იგი დაკავებული იქნა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენით:

 

დ------–----–------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

დ------–----–------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

დ------–----–------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

დ------–----–------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ------–----–------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ დ------–----–------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

მსჯავრდებულ დ------–----–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2018 წლის 17 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 სექტემბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ------–----–------ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ც-------------------ემ. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა დ------–----–------ას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, რადგან თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დადასტურებულა, რომ დ------–----–------ამ ჩაიდინა ინკრიმინირებული ქმედებები. დაცვის მხარის მოსაზრებით, ადგილი აქვს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დანაშაულის პროვოცირებას, ვინაიდან მათ ხელოვნურად გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია. გამამატყუნებელი განაჩენი გამოტანილია დაინტერესებული მოწმეების ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ------–----–------ას შეკამათება მოუვიდა წ----–-----ბის ოჯახში და შურისძიების მოტივით რამდენიმე გასროლით ცოლ-ქმარს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები, არცერთი პირდაპირი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეზე არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი. ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ირიცხებოდა თუ არა დ------–----–------ას სახელზე ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ დ------–----–------ამ უკანონოდ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. დაცვის მხარე ითხოვს მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას და გამართლებას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა ბ-------------–---–-ამ, რომელმაც მოითხოვა დ------–----–------ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ------–----–------ას დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა კი სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს, დამაჯერებლობის კუთხით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზეც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული პრინციპით/სტანდარტებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა დაცვის მხარის არგუმენტებს ვერ გაიზიარებს, რადგან:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა გ---–-------–----ა. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათისთვის, მისი სახლის წინ გაჩერდნენ დ------–----–------ა და გ---–--–----–-----. გ---–-მ დაპატიჟა თავისთან სტუმრად. დაპირდა, რომ დაახლოებით ნახევარ საათში მივიდოდა. დაახლოებით 16:00 საათისთვის მივიდა გ---–-სთან, სადაც დახვდა დ------–----–------ა. გ---–-ს მეუღლემ გაშალა სუფრა, მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს და იხსენებდნენ ბავშვობას. საუბრისას გ---–-მ გაიხსენა ის დრო, როდესაც ომი უკვე დასრულებული იყო და გ---–- შემთხვევით შეხვდა დ------–--ნს, რომელიც აფხაზ მებრძოლებთან ერთად ავტომატებით შეიარაღებული მიდიოდა გ--–-- რაიონში. დ------–--ნმა ეს ამბავი ვერ გაიხსენა და გ---–-ს ნათქვამი ეწყინა. შემდეგ დ------–--ნი წავიდა გ---–-ს სახლიდან. დაახლოებით 15 წუთში ტელეფონით დაუკავშირდა დ------–--ნის მეუღლე, რომელმაც ჰკითხა, გ---–-ს და დ------–--ნს შორის რაიმე კონფლიქტს ხომ არ ჰქონიაო ადგილი, რაზეც უპასუხა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაახლოებით 20 წუთში კვლავ დაუკავშირდა დ------–--ნის მეუღლე, რომელმაც უთხრა რომ დ------–--ნი ავტომატით ხელში მიდიოდა გ---–-ს ოჯახში. მაშინვე გამოვიდა სახლიდან და გ---–-ს ჭიშკართან დ------–--ნი დაინახა. რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ დ------–--ნმა ყურადღება არ მიაქცია და შევიდა გ---–-ს ეზოში. თვითონაც გაემართა გ---–-ს სახლისკენ და შევიდა თუ არა ჭიშკარში, დაინახა, რომ სახლის კიბესთან იდგა გ---–-ს მეუღლე ს--------–--–---------, რომელიც დ------–--ნს ეკითხებოდა, რატომ მივიდა ის მის ოჯახში ავტომატით ხელში. დ------–--ნმა უთხრა, რომ დაეძახა გ---–-სთვის. მოწმე თავადაც სთხოვდა დ------–--ნს, მოსულიყო აზრზე და გამოსულიყო ეზოდან, რაზეც დ------–--ნი მიუბრუნდა და უთხრა, რომ თუ მიუახლოვდებოდა ესროდა. ამ დროს ს-------მ მოინდომა კიბეზე ასვლა, ხოლო დ------–--ნმა მის ფეხებთან მიწაზე გაისროლა ერთი ტყვია. ს-------მ უთხრა, ტყვიას როგორ მესვრიო. სროლის ხმაზე გაეღვიძა გ---–-ს და ოთახიდან დაუძახა ს--------ს, რა ხდებაო. ამ დროს ს--------მ აირბინა კიბეზე და მივიდა სახლის კართან. დ------–--ნმა მას ესროლა კიდევ ორი ტყვია. თვითონ დახმარების თხოვნით გაიქცა ჯ--–--------ას ოჯახში, რომელიც ცხოვრობს დაახლოებით 200 მეტრში, თუმცა რა უთხრა, არ ახსოვს, რადგან ძალიან აღელვებული იყო. დაბრუნდა გ---–-ს სახლთან და დაინახა, რომ გ---–- და ს------- მოათავსეს ავტომობილებში და წაიყვანეს გ--–-- საავადმყოფოში. დაახლოებით ნახევარ საათში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ორივე გარდაიცვალა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ი------–--–---------მ აჩვენა, რომ: 2017 წლის 9 აპრილს სტუმრად მიდიოდა დასთან და სიძესთან. გზად მიმავალს სროლების ხმა შემოესმა. ნაბიჯს აუჩქარა. ამ დროს გაიგონა კივილის ხმა და დაინახა, რომ ხელში ავტომატით გარბოდა დ------–----–------ა, სახლში შესულს კი იატაკზე სიძე და თავისი და დახვდა დაჭრილ მდგომარეობაში.

 

მოწმე ჯ--–---------ამ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მოწმე გ---–--------–----ას ჩვენების ის ნაწილი, სადაც აღწერს დახმარების სათხოვნელად მასთან მისვლის ეპიზოდს. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სახლში ყოფნისას გაიგონა 5-7 გასროლის ხმა, გარეთ გასვლისას მეუღლის კივილი შემოესმა. გ---–--------–----ასგან შეიტყო, რომ დ------–----–------ამ გ---–--–----–----- მოკლა. ადგილზე მისვლის შემდეგ პირველად თვითონ შევიდა სახლში და დაინახა, რომ სისხლის გუბეში იწვა გ---–-ს მეუღლე - ს-------, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და როცა გადმოაბრუნა, დაიკვნესა. შემდეგ გადმოაბრუნა გ---–-, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდათ. დაუძახა იქ მყოფებს, რომ ს------- ცოცხალი იყო და ეშველათ. ჩასვეს ა------------–----ას მანქანაში და გ--–-- საავადმყოფოში წაიყვანეს. გარდაცვლილი გ---–--–----–----- კი კ-----------------ას მანქანით იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ა------------–----ამ დაადასტურა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში გაიგონა სროლების ხმა და ამის გამო ჯ----–-----–----ასთან, ც---–--------ასთან და მ---------------ასთან ერთად მივიდა გ---–-ს სახლში. გ---–- გარდაცვლილი დახვდა, ხოლო ს------- დაჭრილი იყო და თავისი მანქანით გადაიყვანა გ--–-- საავადმყოფოში. გზაში ს-------ს ჰკითხა, თუ რა მოხდა. ს-------მ უპასუხა, რომ დ------–----–------ამ ესროლა ორივეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა ჯ----–-----–----ამ, ც---–--------ამ და მ---------------ამ დაადასტურეს, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა, რის გამოც ა------------–----ასთან ერთად მივიდნენ გ---–- წ----–----ას სახლში. ადგილზე მისულებს დახვდათ დაჭრილი ს--------–--–--------- და გ---–--–----–-----. ა------------–----ას ა/მანქანით ს--------–--–--------- გადაიყვანეს გ--–-- საავადმყოფოში. გზაში ა------------–----ამ ს-------ს ჰკითხა, რა მოხდაო. ს-------მ უპასუხა, რომ დ------–----–------ამ ესროლა ორივეს. გ---–- ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ს------- - საავამდყოფოში მიყვანისთანავე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლს სხდომაზე დაკითხვისას მოწმე კ-----------------ამ მიუთითა, რომ კივილის ხმაზე მივიდა გ---–--–----–-----ს ოჯახში. სახლში შესვლისას ნახა, რომ იატაკზე იწვა გარდაცვლილი გ---–--–----–-----, რომელიც თავისი ა/მანქანით გადაიყვანა გ--–-- საავადმყოფოში. მოგვიანებით შეიტყო, რომ გ---–- და მისი მეუღლე დ------–----–------ამ მოკლა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული გ------- წ----–----ას ჩვენების მიხედვით 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში შეატყობინეს, რომ მისი მამა გ--–-- რაიონის საავადმყოფოში იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა გაიგონა ვიღაცის ყვირილი ,,დამეხმარეთო“. დედა თვითონ გადმოასვენა ა------------–----ას ა/მანქანიდან. მოწმემ ასევე დაადასტურა ა------------–----ას ჩვენების ის ნაწილი, სადაც მოწმე უთითებს, რომ ს--------–--–---------მ საავადმყოფოში გადაყვანისას უთხრა, რომ დ------–----–------ამ ესროლა მას და მის მეუღლეს. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ ნახა დედის სხეულზე არსებული დაზიანებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ჯ-------------მ, ნ-----–--------ამ და ე-–------------ამ დაადასტურეს, რომ 2017 წლის 9 აპრილს, 17:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში გ---–--–----–-----ს სახლის მხრიდან გაიგონეს რამდენიმე გასროლის ხმა. ადგილზე მისულებმა ნახეს დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი გ---–--–----–----- და ს--------–--–---------. ს------- აივანზე ეგდო, ხელიდან სისხლი მოსდიოდა, ხოლო გ---–- კი ოთახში ეგდო, იატაკზე. ს------- ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ჩასვეს მ---–------ის მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. გ---–- კი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმე ლ---------ას ჩვენების მიხედვით, გ---–--------–----ასგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს სოფელში იყვნენ მისი რძალი და ძმა. ს-------ს გაუშლია სუფრა, სადაც მიირთმევდნენ სასმელს. გ---–-ს გაუხსენებია, რომ ცოლთან და პატარა გ-------სთან ერთად მიდიოდა ტყე-ტყე, სადაც შეხვედრიათ დ------–--ნი აფხაზებთან ერთად. დ------–--ნმა ისინი გადაარჩინა, რის გამოც გ---–-მ მადლობა გადაუხადა დ------–--ნს. დ------–--ნმა ამ ფაქტის გახსენებით თავი უხერხულად იგრძნო და ყველაფერი უარყო. ის ნაწყენი იყო და გ---–-ს ეუბნებოდა, გარეთ გამოდიო. გ---–-მ კი უთხრა: კაი ახლა, გეყოფაო და შიგნით დარჩა. გ---–- ნასვამი იყო და წამოწვა, ხოლო გ---–---ი თავისი გზით წავიდა. გზაში დაურეკა დ------–--ნის ცოლმა და იკითხა, თუ რა მოხდა სუფრაზე, ვინაიდან დ------–--ნმა იარაღი აიღო და ორივეს მოკვლით იმუქრებოდა. გ---–---იმ ავტომატით შეიარაღებული დ------–--ნიც ნახა, რომელმაც არ მოუსმინა მას და გ---–-ს და ს-------ს ესროლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიდა სახლში, სადაც უკვე ყველაფერი დალაგებული იყო, თუმცა ნახა ერთი ტყვია, რომელიც ზუგდიდში დაკითხვის შემდეგ გადასცა პოლიციის თანამშრომელს.

 

მოწმე ბ--–------–--–--ას სასამართლო სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებული ჩვენების თანახმად გადმოცემით იცის, რომ ს--------–--–--------ის და გ---–--–----–-----ს მკვლელობა ჩაიდინა დ------–----–------ამ. გასვენების წინა საღამოს, როდესაც ხდებოდა გარდაცვლილთა გაპატიოსნება და გასვენებისთვის მომზადება, გ------- წ----–----ას თხოვნით გვამებს გადაუღო ფოტოსურათები. მის მიერ გადაღებული იქნა 10 ფოტოსურათი. ს--------–--–---------ს და გ---–--–----–-----ს აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული დაზიანებები.

 

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, რომ დ------–----–------ას მიმართ სისხლის სამართლის საქმე აგებულია მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და ამ ინფორმაციის წყაროს ვერ უთითებს შეტყობინების მიმღები თ------–-------ა, რაც მისი მოსაზრებით არღვევს საქართველოს სსსკ-ის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას. დ------–----–------ას მიერ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ჩადენა არა მოწმე თ----------–-------ას, არამედ მოწმეების გ---–--------–----ას და ი------–--–--------ის ჩვენებებით დასტურდება. მათ ჩვენებებს კი ავსებს საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მოწმეების ჯ--–--------ას, ა------------–----ას, გ------- წ----–----ას, თ----- წ----–----ას, ჯ----–-----–----ას, ც---–--------ას, მ---------------ას, ე-–------------ას, ლ---------ას, ბ--–------–--–--ას და კ-----------------ას ჩვენებები. პალატას მიაჩნია, რომ მათი ჩვენებები ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დასადგენად. არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობაში და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანამიმდევრული და კონკრეტულია. არ არსებობს უნდობლობის საფუძველი და აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს.

 

დაცვის მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა დაკითხულ მოწმეთა სუბიექტური განწყობა - დაინტერესება დ------–----–------ას საწინააღმდეგოდ, რაც შესაძლოა, გამხდარიყო მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ასევე დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მსჯელობა და არგუმენტაცია დანაშაულის შესაძლო პროვოცირებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც აღნიშნულია სააპელაციო საჩივარში.

 

ამოღების და ფოტოსურათების დათვალიერების 2017 წლის 19 ივნისის ოქმებით დადგენილია, რომ მოწმე გ------- წ----–----ას მიერ წარდგენილი და ამოღებული იქნა მისი აწ გარდაცვლილი მშობლების: გ---–--–----–-----ს და ს------- შალამბერიძის 10 (ათი) ცალი ფოტოსურათი, რომლებიც გ------- წ----–----ას განმარტებით, გადაღებული იქნა გ---–--–----–-----ს და ს--------–--–--------ის დაკრძალვის წინა საღამოს, როდესაც ხდებოდა მიცვალებულთა გაპატიოსნება და დაკრძალვისთვის მომზადება. ამოღებული ფოტოსურათები დაინომრა 1 (ერთი)-დან 10 (ათი)-ს ჩათვლით, წარედგინა ამოღების მონაწილეებს, დათვალიერდა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ამოღებული ნივთები: 1. ფოტოსურათი N2-ზე გამოსახულია მამრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა ქვედა კიდურზე და მუცლის არეში ამჩნევია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა; 2. ფოტოსურათი N3-ზე გამოსახულია მამრობითი სქესის პირი, რომელსაც ზურგის არეში, ბეჭთან ამჩნევია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა; 3. ფოტოსურათი N4-ზე გამოსახულია მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მკლავები შეხვეული აქვს სამედიცინო ბინტით, ასევე სამედიცინო ბინტი დაკრულია მარჯვენა ლავიწის ძვალთან; 4. ფოტოსურათი N5-ზე გამოსახულია მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მუცლის არეში მარჯვენა მხარეს ემჩნევა სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა; 5. ფოტოსურათი N6-ზე გამოსახულია მდედრობითი სქესის პირის ქვედა კიდურები და ფოტოსურათზე გამოსახულ პირს მარჯვენა ქვედა კიდურზე ამჩნევია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა; 6. ფოტოსურათი N7-ზე გამოსახულია მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა მკლავზე, მარცხენა ლავიწის ძვალთან და მუცლის არეში ადევს სისხლიანი სამედიცინო ბინტი; 7. ფოტოსურათი N8-ზე გამოსახულია მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მკერდის არეში ადევს სისხლიანი სამედიცინო ბინტი; 8. ფოტოსურათი N9-ზე გამოსახულია მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა ზედა კიდურზე, მკლავის არეში ადევს სისხლიანი სამედიცინო ბინტი; 9. ფოტოსურათი N10-ზე გამოსახულია მამრობითი სქესის პირი, რომელსაც მუცლის მარჯვენა მხარეს იღლიის არეში ამჩნევია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა. 10. ფოტოსურათი N1- ზე გამოსახულია მამრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა ქვედა კიდურზე, ბარძაყის არეში ამჩნევია სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის ნ------------ის გამომძიებლისადმი 2018 წლის 24 იანვრის წერილობითი მიმართვით დადგენილია, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გ---–--–----–-----სა და ს--------–--–--------ის ფოტოსურათების საფუძველზე. ვინაიდან, ფოტოგამოსახულება არ წარმოადგენს სასამართლო-სამედიცინო კვლევის ობიექტს, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა. სწორედ სასამართლო - სამედიცინო ექსპერიზის ჩაუტარებლობის გამო ბრალდებამ ვერ მოიპოვა შესაბამისი დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა მიზეზობრივი კავშირი დ------–----–------ას ქმედებასა და გ---–--–----–-----სა და ს--------–--–--------ის გარდაცვალებას შორის, რის გამოც დ------–----–------ას ამ ნაწილში ბრალი წარედგინა არა დამთავრებული დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ მისი მცდელობისთვის.

 

მოწმე თ----------–-------ამ დაადასტურა, რომ 2017 წლის 9 აპრილს მუშაობდა აფ--------------–-–-------------------–--------------------------–ი თანამშრომლის თანამდებობაზე, რა დროსაც მიიღო ინფორმაცია დ------–----–------ას მიერ გ---–--–----–-----ს და ს--------–--–--------ის მკვლელობის შესახებ.

 

შს აფხაზეთის დეპარტამენტის გამომძიებელმა ე-–------------–-ამ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ თ----------–-------ამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია დ------–----–------ას მიერ გ---–--–----–-----ს და მისი მეუღლის ს--------–--–--------ის მკვლელობის შესახებ. მის მიერ გამოკითხული იქნა გარდაცვლილების შვილი გ------- წ----–----ა, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული ფაქტი.

 

მოწმის სახით დაკითხულმა გ------------ნმა დაადასტურა, რომ მუშაობდა შს ა---------------------------–ი დეტექტივ-გამომძიებლად. 2017 წლის 9 აპრილს პატაკით გამოსაძიებლად დაეწერა გ---–--–----–-----ს და ს--------–--–--------ის მკვლელობის საქმე დ------–----–------ას მიმართ. მის მიერ გამოკითხული იქნენ მოწმეები, ასევე გარდაცვლილებს გადაუღო ფოტოსურათები.

 

ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2018 წლის 4 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ გახსნილი და დათვალიერებული იქნა გ---–--–----–-----ს და ს--------–--–--------ის გვამების ფოტოსურათები.

 

ამოღების 2018 წლის 17 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ----- წ----–----ასგან ამოღებულ იქნა გ---–- წ----–----ას და ს--------–--–--------ის სასაფლაოსთვის გადაღებული 5 (ხუთი) ცალი ფოტოსურათი. N1 ფოტოსურათზე გამოსახულია რკინის მესერით შემოღობილი სასაფლაო, სადაც სურათზე ჩანს სამი საფლავის ქვა; N2 ფოტოსურათზე ასახულია რკინის მესერით შემოღობილი სასაფლაო, საფლავის ქვაზე გამოსახულია მდედრობითი და მამრობითი სქესის პირი; N3 ფოტოსურათზე გამოსახულია რკინის მესერით შემოღობილი სასაფლაო, სასაფლაოს შუაგულში, საფლავის ქვაზე ასახულია მდედრობითი და მამრობითი სქესის პირი; N4 ფოტოსურათზე გამოსახულია საფლავის ქვა. საფლავის ქვაზე ასახულია მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის სურათი. საფლავის ქვაზე გამოსახული მამრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: გ-----------ს ძე წ----–----ა 1--------, ხოლო მდედრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: ს-----------------------–--–--–-------ძე- წ----–----ა 19-------; N5 ფოტოსურათზე გამოსახულია საფლავის ქვა. საფლავის ქვაზე ასახულია მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის სურათი. საფლავის ქვაზე გამოსახული მამრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: გ-----------ს ძე წ----–----ა 1--------, ხოლო მდედრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: ს-------------------------–---–--–-------ძე-წ----–----ა 19-------.

 

ფოტოსურათების დათვალიერების 2018 წლის 17 აპრილის ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა მოწმე თ----- წ----–----ასგან ამოღებული მისი მშობლების სასაფლაოსთვის გადაღებული ფოტოსურათები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულმა დ------–----–------ამ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტითთ გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, რადგან მსჯავრდებულის მიერ შემთხვევის დროს განხორციელებული მოქმედებები ცალსახად მიუთითებენ მასზედ, რომ სახეზეა მითითებული მუხლით პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის დადგენილი ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოება, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ობიექტურ პირს მსჯავრდებულის ბრალეულობაში მისთვის წარდგენილ ბრალდებაში - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).).

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ამასთან, 1950 წლის 04 ნოემბრის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციით დაცულია ადამიანის სიცოცხლის უფლება. სიცოცხლის დაცვის უფლება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად "სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი".

 

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც ევროკონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი no. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ------–----–------ას მსჯავრდებას, პალატა არც ამ ნაწილში იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარდგენილი საკმარისი მტკიცებულებები საქართვლოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. თუმცა დაცვა არ უარყოფს, რომ მსჯავრდებულის ექსტრადირება სომხეთის რესპუბლიკიდან მოხდა, სადაც იგი 2018 წლის 9 თებერვლიდან საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის პატიმრობაში იმყოფებოდა.

 

საქმის მასალებითა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული 2018 წლის 1 მარტის საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ დ------–----–------ამ 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთა ორჯერ: 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 27 ნოემბრამდე და 2014 წლის 28 ნოემბრიდან 2015 წლის 11 იანვრამდე პერიოდში. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ დ------–----–------ას ექსტრადირება მოხდა სომხეთის რესპუბლიკიდან, სადაც 2018 წლის 9 თებერვლიდან ტავუშის რეგიონის ზ/იურისდიქციის სასამართლოს 2018 წლის 15 მაისის განაჩენით საზღვრის უკანონო კვეთისთვის იხდიდა სასჯელს. ზემოაღნიშნული კი აბათილებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ თითქოს დ------–----–------ას არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დაცვის მხარის მოსაზრებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ვინაიდან დ------–----–------ამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სომხეთის რესპუბლიკაში უკვე მოიხადა სასჯელი, მისი საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლით დასჯა გამოიწვევს ორმაგ დასჯას. განაჩენში მართებულადაა მითითებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევრუპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად: „დაუშვებელია სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გასამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად“. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „არავის მეორედ გასამართლება ან დასჯა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე საბოლოოდ იყო მსჯავრდადებული ან გამართლებული თითოეული ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად“.

 

აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართებით. განმეორებით სასჯელებთან დაკავშირებული საჩივრები, რომლებიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, კონვენციურმა ორგანოებმა დაუშვებლად ცნეს. მაგ.: საქმეებში – გესტრა იტალიის წინააღმდეგ და ამროლაჰი დანიის წინააღმდეგ სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებული საჩივრები და მიუთითა, რომ კონვენცია ne bis in idem (ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა) პრინციპს არ უზრუნველყოფს, როდესაც ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირს განმეორებითი მსჯავრი შეიძლება დაედოს სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლოების მიერ. საქმის ბარაგიოლა შვეიცარიის წინააღმდეგ განხილვისას კომისიამ დაადგინა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ne bis in idem-ის პრინციპი მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა პირი გასამართლებული ან დასჯილი იყო ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისათვის ერთი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ.

 

დაცვის მხარის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე არ გამოკვლეულა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა დ------–----–------ას მიერ ავტომატური ცეცხლასროლი იარაღის უკანონოდ შეძენის, შენახვის, ტარების და 2017 წლის 9 აპრილს მისი გამოყენების ფაქტი.

 

პალატა დაცვის მხარის აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოწმე გ---–-------–----ამ თავის ჩვენებაში დაადასტურა, რომ დ------–----–------ას მეუღლემ ი--------–------ამ დაურეკა და უთხრა, რომ მისმა მეუღლემ აიღო ავტომატი და გ---–--–----–-----ს მოსაკლავად წამოვიდა. სთხოვა, იქნებ შეეჩერებინა ის. მოწმის ჩვენებითვე დასტურდება, რომ დ------–----–------ა ავტომატით ხელში ნახა გ---–--–----–-----ს ეზოში, სადაც ს--------–--–---------ს ეძახდა, გაეღვიძებინა მისი ქმარი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ დ------–----–------ამ არ მისცა ეზოში შესვლის საშუალება და დაემუქრა, თუ შევიდოდა, ესროდა. მისივე ჩვენებით დადგენილია, რომ დ------–----–------ამ ს--------–--–--------ის მისამართით ფეხებისკენ მოახდინა ერთი გასროლა, რა დროსაც ტყვია მიწაში წავიდა, ხოლო შემდეგ მათი საცხოვრებელი სახლის კარის მიმართულებით გაისროლა ორჯერ. მოწმე ი------–--–---------მ დაადასტურა, რომ რამდენიმე გასროლის ხმის გაგონების შემდეგ დაინახა, როგორ გარბოდა დ------–----–------ა ავტომატით ხელში მისი დის ს--------–--–--------ის სახლიდან.

 

ასევე საქმეზე წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული 2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ექსპერტ-კრიმინალისტ დ---------–-–-ას მონაწილეობით მოწმე ლ---------ასგან ამოღებული იქნა ტყვიის გულა. ლ----------ას განმარტებით, 2017 წლის მაისის ბოლოს, გ---–--–----–-----სა და მისი მეუღლის ს--------–--–--------ის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვენახევარში იმყოფებოდა გ--–--------------------–------–- გ---–--–----–-----ს სახლში, რა დროსაც იატაკზე, იმ ოთახში, სადაც დ------–----–------ამ ესროლა გ---–--–----–-----ს, იპოვა ერთი ცალი ტყვიის გულა. ამოღებული ტყვიის გულა წარმოადგენს მეტალს, არის 21 მმ სიგრძის, ოქროსფერი შეფერილობის.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის 2018 წლის 29 მარტის N1----- დასკვნით დაგდენილია, რომ 2. 3. 4. ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45X39მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „AK-74“, „AKC-74“, „AKC-74У“ ავტომატებისათვის, „PПК“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 5,45მმ კალიბრის იარაღიდან, რომელიც გათვალისწინებულია 1974 წლის ნიმუშის, 5,45X39მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. წარდგენილ ტყვიაზე აშკარა ასხლეტის კვალი არ აღინიშნება. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ---------------ამ.

 

მითითებული მტკიცებულებები საკმარისია ერთმნიშვნელოვანი, უტყუარი დასკვნის გამოსატანად იმის შესახებ, რომ დ------–----–------ამ ჩაიდინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება და სწორედ მისი გაოყენებით განახორციელა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ის ფაქტი, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოღებული არ არის, არ წარმოადგენს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევის გამომრიცხავ გარემოებას. გ---–--–----–-----ს და ს--------–--–--------ის მკვლელობის მცდელობისას რამდენიმე გასროლის განხორცილება კი მიუთითებს როგორც ცეცხლასროლი იარაღის, ასევე საბრძოლო მასალის ვარგისიანობაზე გამოსაყენებლად.

 

ამდენად, პალატამ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და დ------–----–------ას დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ------–----–------ას მიერ ორი პირის - გ---–--–----–-----სა და ს--------–--–--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს დამამძიმებელ გარემოებაში - ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას. აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანს მოიცავს დ------–----–------ას ქმედება (ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დანაშაულის საგნად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისთვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილია ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ მას უნარი აქვს, მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც. გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არაა დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემებსა და პროფესიონალიზმზე, ვინც მოახდინა გასროლა. ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი, ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო, თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2017 წლის 9 აპრილს მოქმედი რედაქციით) გულისხმობს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვას, რაც ნიშნავს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ადგილას, მთავარია პირმა შეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2017 წლის 9 აპრილს მოქმედი რედაქციით) მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რომელიც გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა ან შენახვა, რადგან ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის დისპოზიცია გულისხმობს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ამ დანაშაულის ობიექტია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, რაც აღიარებულია სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში, რაც გულისხმობს როგორც საქართველოში შემოსვლას, ისე საქართველოდან გასვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე.

 

საქმის მასალებით წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ პირის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს . მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება.

 

ამის პარალელურად, პალატა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა, მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ------–----–------ასთვის დანიშნულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის ქმედებებში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება და განუსაზღვრა სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს. პალატა თვლის, რომ მოცემული სასჯელის სახე და ზომა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია და წარმოადგენს ოპტიმალურ ღონისძიებას სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ------–----–------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ------–----–------ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ც-------------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 თებერვლის განაჩენი მსჯავრდებულ დ------–----–------ას მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

დ------–----–------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

 

დ------–----–------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2017 წლის 09 აპრილს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

დ------–----–------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2017 წლის 09 აპრილს მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

დ------–----–------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ------–----–------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ------–----–------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

მსჯავრდებულ დ------–----–------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შესახლების მომენტიდან - 2018 წლის 17 ოქტომბრიდან. სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 12 სექტემბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.

 

ნივთმტკიცება:

 

დ------–----–------ას პასპორტი და მართვის მოწმობა, რომლებიც ინახება აფხაზეთის პოლიციის დეპარტამნეტში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

ტყვიის გულა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფოტოსურათები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული