1. ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიული ზღვა (წყლები) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა განიმარტება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა შესაძლებელია მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმებს. ეს გეგმები შეიძლება მოიცავდეს აღნიშნული ზონების ფარგლებში ზღვის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების ადგილებს, ხელოვნური გარემოს ჩამოყალიბების, გარემოს დაცვის სპეციალური რეჟიმის, აკვაკულტურის, ტურისტული განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს.
3. საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავება და დამტკიცება ხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმისათვის დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 24 ივნისის კანონი №6417 – ვებგვერდი, 01.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 24.06.2020 კანონი №6417
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სპეციალური მოთხოვნები საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმებისათვის 1. ამ კოდექსის მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიული ზღვა (წყლები) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა განიმარტება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმა შესაძლებელია მოიცავდეს საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმებს. ეს გეგმები შეიძლება მოიცავდეს აღნიშნული ზონების ფარგლებში ზღვის ცოცხალი და არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა და გამოყენების ადგილებს, ხელოვნური გარემოს ჩამოყალიბების, გარემოს დაცვის სპეციალური რეჟიმის, აკვაკულტურის, ტურისტული განვითარებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებისთვის განკუთვნილ ტერიტორიებს. 3. საქართველოს ტერიტორიული ზღვის (წყლების) და საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სივრცის დაგეგმარების გეგმების შემუშავება და დამტკიცება ხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმისათვის დადგენილი წესით.