განაჩენი

სისხლის სამართლის 15.02.2019
საქმის ნომერი
330100118002408376
თარიღი
15.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგ--

სასამართლოს დასახელება

 

15 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დ----- მგელ--შვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ბო---- კვარაცხელ--

 

დაცვის მხარე

დამცველი - ც------ი ფ---------ძე

 

ბრალდებული - დ------–--- რ-–----ს ძე შ-------, დაბადებული - 1--- წლის 5-----------, პირადი №6----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ--–-- რ------ს ს------– ს----ში.

კვალიფიკაცია - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ორი პირის - გ---–- წ----–-----ს და ს------- შ--–--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა);

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება);

საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 09 აპრილს, გ--–-- რ------ს ს------– ს----ში მცხოვრებ დ------–--- შ-------ს თანასოფლელ გ---–- წ----–-----სთან, ამ უკანასკნელის ოჯახში სუფრაზე ყოფნისას, მოუვიდა შეკამათება, რაზეც განაწყენებულმა განიზრახა გ---–- წ----–-----სა და მისი მეუღლის - ს------- შ--–--------ის განზრახ მკვლელობა. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, იმავე საღამოს, დაახლოებით 19:00 საათზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით შეიარაღებული დ------–--- შ------- მივიდა გ---–- წ----–-----ს სახლში, სადაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ცოლ-ქმარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ---–- წ----–----- ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ს------- შ--–--------ე გ--–-- საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გ--–-- რ------ს ს------– ს----ში მცხოვრები დ------–--- შ-------, საკუთარ სახლში, მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, რასაც იგი 2017 წლის 9 აპრილს უკანონოდ ატარებდა გ--–-- რ------ს ს------– ს----ში, გ---–- წ----–-----სა და ს------- შ--–--------ის განზრახ მკვლელობაში გამოსაყენებლად.

დ------–--- შ-------ს „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13-15, 24-ე მუხლების, საქართველოს კანონის „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ მე-2 თავის მე-5, მე-15 მუხლების და „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უნდა გადაეკვეთა საერთაშო----ო მიმოსვლისათვის გახსნილ საქართველოს ერთ-ერთ სასაზღვრო-გამტარ პუნქტში, სადაც უნდა გაევლო საპასპორტო კონტროლი, რა დროსაც მის პასპორტში აღინიშნებოდა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თარიღი. დ------–--- შ-------მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მოსალოდნელი სასჯელისაგან თავის არიდების მიზნით, 2017 წლის მაისის თვეში უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შევიდა სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც იგი დაკავებული იქნა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ------–--- შ-------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლის თ----- წ----–-----ს ჩვენებით დადგენილ--, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, იმყოფებოდა ზ--------ში საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა მისი მშობლების მკვლელობის შესახებ. მეორე დღეს გადავიდა ა---------–-, სადაც სამძიმარზე მივიდა გ---–---- მ--–----ა, რომლისგანაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ დ-----–--- შ-------სთან ერთად იმყოფებოდა მისი მშობლების სახლში. მამამ გაიხსენა, როგორ შეხვდა ა--------თან ერთად და როგორ გადაარჩინა სიკვდილს, თუმცა აღნიშნული ფაქტი დ------–--- შ-------მ უარყო, გაბრაზდა, სახლიდან მიიტანა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მის მშობლებს ესროლა.

მოწმე გ---–--- მ--–----ას ჩვენებით დასტურდება, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 3:00 საათისთვის, მისი სახლის წინ გაჩერდნენ დ------–--- შ------- და გ---–- წ----–-----, რომელმაც დაპატიჟა მასთან. დაპირდა გ---–-ს, რომ დაახლოებით ნახევარ საათში მივიდოდა. დაახლოებით 4:00 საათისთვის მივიდა გ---–-სთან, სადაც დახვდა დ------–--- შ-------. გ---–-ს მეუღლემ გაშალა სუფრა, მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს და იხსენებდნენ ბავშვობას. საუბრისას გ---–-მ გაახსენა ის დრო, როდესაც ომი დასრულებული იყო და გ---–- შემთხვევით შეხვდა დ------–---ს, რომელიც აფხაზ მებრძოლებთან ერთად ავტომატებით შეიარაღებული მიდიოდა გ--–-- რაიონში, თუმცა დ------–---მა ეს ამბავი ვერ გაიხსენა და გ---–-ს ნათქვამი ეწყინა. შემდეგ, დ------–---ი წავიდა გ---–-ს სახლიდან. დაახლოებით 15 წუთში დაუკავშირდა დ------–---ის მეუღლე, რომელმაც ჰკითხა გ---–-ს და დ------–---ს შო---- რაიმე კონფლიქტს ხომ არ ჰქონია ადგილი, რაზეც უპასუხა, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. დაახლოებით 20 წუთში, კვლავ დაუკავშირდა დ------–---ის მეუღლე, რომელმაც უთხრა რომ დ------–---ი ავტომატით ხელში მიდიოდა გ---–-ს ოჯახში. იმ წამს გამოვიდა სახლიდან და გ---–-ს ჭიშკართან დ------–---ი დაინახა. რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ დ------–---მა ყურადღება არ მიაქცია და შევიდა გ---–-ს ოჯახში. გაემართა გ---–-ს სახლისკენ და შევიდა თუ არა ჭიშკარში დაინახა, რომ სახლის კიბესთან იდგა გ---–-ს მეუღლე ს------- შ--–--------ე, რომელიც დ------–---ს ეკითხებოდა, რატომ მივიდა ის მის ოჯახში ავტომატით ხელში. დ------–---მა უთხრა, რომ დაეძახა გ---–-სთვის. მოწმე თავადაც სთხოვდა დ------–---ს მოსულიყო აზრზე და გამოსულიყო ეზოდან, რაზეც დ------–---ი მიუბრუნდა და უთხრა, რომ თუ შევიდოდა ეზოში ესროდა. ამ დროს ს-------მ მოინდომა კიბეზე ასვლა, ხოლო დ------–---მა მის ფეხებთან მიწაზე გაისროლა ერთი ტყვია. ს-------მ უთხრა ტყვიას, როგორ მესვრიო. სროლის ხმაზე გაეღვიძა გ---–-ს და ოთახიდან დაუძახა ს--------ს რა ხდებოდა. ამ დროს ს--------მ აირბინა კიბეზე და მივიდა სახლის კართან, რომელსაც დ------–---მა ესროლა კიდევ ორი ტყვია. დახმარების თხოვნით თავად გაიქცა ჟ--–-- ჩ------ს ოჯახში, რომელიც ცხოვრობს დაახლოებით 200 მეტრში, თუმცა რა უთხრა არ ახსოვს, რადგან ძალ--ნ აღელვებული იყო. დაბრუნდა გ---–-ს სახლთან და დაინახა, რომ გ---–- და ს------- მოათავსეს ავტომობილში და წაიყვანეს გ--–-- საავადმყოფოში. დაახლოებით ნახევარ საათში მისთვის ცნობილი გახდა, რომ ორივე გარდაიცვალა.

მოწმე ი----- შ--–--------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 9 აპრილს მიდიოდა მის დასთან და სიძესთან სტუმრად. გზად მიმავალს შემოესმა გასროლის ხმა და სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო გადაადგილება. ამ დროს გაიგონა კივილის ხმა, გაიხედა და დაინახა რომ დ------–--- შ------- გარბოდა, რომელსაც ხელში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა. შევიდა შიგნით და დაინახა დაჭრილ მდგო----ეობაში მყოფი მისი და და სიძე, რომლებიც იატაკზე იწვნენ.

მოწმე კ---- რ-----------ს ჩვენებით ირკვევა, რომ გაიგონა კივილის ხმა და ადგილზე მისულს გ---–- დახვდა იატაკზე, რომელიც მისი მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ---–- და ს------- მოკლა დ--------- შ-------მ.

მოწმეთა: ჯ----– მ---–-----ს, ც---–- ა------ს, მ-------- ა------ს და ა------- მ---–-----ს ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, გაიგონეს გასროლის ხმა, რის გამოც მივიდნენ გ---–- წ----–-----ს სახლის მიმართულებით. ადგილზე მისულებს ს------- შ--–--------ე და გ---–- წ----–----- დახვდნენ დაჭრილ მდგო----ეობაში. მათ მიერ ს-------- შ--–--------ე გადაყვანილი იქნა გ--–-- საავადმყოფოში. გზაში ა------- მ---–-----მ ს-------ს ჰკითხა რა მოხდაო, რომელმაც უპასუხა, რომ დ------–--- შ-------მ ესროლა ორივეს. გ---–- ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ს------- საავამდყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

მოწმე ჯ---- ა------ს ჩვენებით ირკვევა, რომ 18:00 საათიან 19:00 საათამდე გ---–-ს სახლის მხრიდან გაიგონა 5-6 გასროლის ხმა და მივიდა ადგილზე, სადაც დაინახა დაჭრილ მდგო----ეობაში მყოფი გ---–- შ------- და ს------- შ--–--------ე. გაიქცა მანქანის მისაყვანად, თუმცა უკან დაბრუნებულს უკვე საავადმყოფოში გადაყვანილები დახვდნენ. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ დ------–--- შ-------მ ესროლა.

მოწმე ნ-----–- ჩ-------ას ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, გაიგონა გასროლის ხმა. გამოვიდა გარეთ და დაინახა გ---–--- მ--–----ა, რომელიც თავზე ირტყამდა ხელს. ჰკითხა თუ რა მოხდა, რაზეც მიიღო პასუხი, რომ გ---–- მოკვდა. დაინახა გ---–- და ს------- როგორ გამოიყვანეს სახლიდან ადიელებში გახვეული, ხოლო საკრებულოს ადმინისტრაციის თანამშრომლისგან - ო----- ქ---------გან გაიგო, რომ ისინი დ------–--- შ-------მ მოკლა.

მოწმე ე-–---- ჩ------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 9 აპრილს გაიგონა გასროლის ხმა. სროლის შეწყვეტის შემდეგ, გ---–---- მ--–----ასგან სხვა მეზობლებთან ერთად გაიგო, რომ გ---–- და ს------- მოკლეს. მათ სახლში მისულმა ნახა, რომ ს------- აივანზე ეგდო, რომელსაც ხელიდან სისხლი მოსდდიოდა, ხოლო გ---–- მის შემდეგ ეგდო. ს------- ცოცხალი იყო, რომელიც ჩასვეს მ---–-----ბის მანქანაში და წაიყვანეს საავადმყოფოში. გ---–- გგაარდაცვლილი იყო. ერთი საათის შემდეგ, ადგილზე მივიდნენ გ--–-- მილიციის თანამშრომლები, გამგებელი ვ--–---- გ---------- და საკრებულოს თანამშრომელი - ო---- ქ-------ა. მან ვ--–---- გ----------სგან გაიგო, რომ ს------- და გ---–- დ------–--- შ-------მ მოკლა.

მოწმე ჟ--–- ჩ------ს ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა 5-7 გასროლის ხმა. მეუღლე გავიდა გარეთ სიტუაციის გასარკვევად. დაახლოებით ხუთ წუთში შემოესმა მეუღლის კივილი, გავიდა გარეთ და ჰკითხა რა ხდებოდა, რომელმაც უთხრა, რომ გ---–---- მ--–----ასგან გაიგო, რომ გ---–- მოკლეს. გაიქცნენ გ---–-ს სახლისკან. პირველად შევიდა თავად და დაინახა, რომ ჯერ ს------- იწვა, შემდეგ გ---–-. გადმოაბრუნა ს-------, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და დაიკვნესა. გარშემო სისხლის გუბე იყო. გ---–- რომ გადმოაბრუნა სიცოცხლის ნიშანი არ ეტყობოდა. ბიჭებს უთხრა, რომ ს-------- ცოცხალი იყო და ეშველათ. დაჭრილი ჩასვეს მ---–-----ს მანქანაში და წაიყვანეს. გ---–- მეორე მანქანაში ჩასვეს და ისიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, სოფლის გამგებლისგან - ვ--–---- გ----------სგან გაიგო, რომ დ------–---მა მოკლა ორივე.

მოწმე ლ-- ზ-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ გ---–----სგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ იმ საღამოს ს------–ში იყვნენ მისი რძალი და ძმა. ს-------ს გაუშლ-- სუფრა, სადაც მიირთმევდნენ სასმელს. გ---–-ს გაუხსენებია, რომ ცოლთან და პატარა გ-------სთან ერთად მიდიოდა ტყე-ტყე, სადაც შეხვდრიათ დ------–---ი ა--------თან ერთად. დ------–---მა ისინი გადაარჩინა, რის გამოც გ---–-მ მადლობა გამოხატა დ------–---ის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ფაქტის გახსენებით თავი ძალ--ნ უხერხულად იგრძნო და ყველაფერი უარყო. ის ნაწყენი იყო და გ---–-ს ეუბნებოდა გარეთ გამოდიო. გ---–-მ უთხრა: კაი ეხლა გეყოფაო და შიგნით დარჩა. გ---–- ნასვამი იყო და წამოწვა, ხოლო გ---–---- თავისი გზით წავიდა. გზაში დაურეკა დ------–---ის ცოლმა და იკითხა თუ რა მოხდა სუფრაზე, ვინაიდან დ------–---მა იარაღი აიღო და ორივეს მოკვლით იმუქრებოდა. გ---–----მ ავტომატით შეიარაღებული დ------–---იც ნახა, რომელმაც არ მოუსმინა მას და გ---–-ს და ს-------ს ესროლა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიდა სახლში, სადაც უკვე ყველაფერი დალაგებული იყო, თუმცა ნახა ერთი ტყვია, რომელიც ზ--------ში დაკითხვის შემდეგ გადასცა პოლიციის თანამშრომელს.

მოწმე გ------- წ----–-----ს ჩვენებით ირკვევა, რომ 2017 წლის 9 აპრილს გ--––- იყო ბებიასთან და უმცროს დასთან ერთად. დაახლოებით 6-7 საათზე დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მამა იყო საავადმყოფოში. ადგილზე მისულმა გაიგონა ვიღაც ყვიროდა „დაგვეხმარეთო“. დედა თვითონ გადმოასვენა მანქანიდან, მამა არ უნახავს. შემდეგ ბიძისგან - ა------- მ---–-----სგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ სიკვდილამდე მას დედამ უთხრა, რომ „დ------–--- შ-------მ მოკლა“. მოწმის განმარტებითვე, დედას მხარზე, ზურგზე და ფეხებზე ჰქონდა დაზიანებები, მამის დაზიანებები არ ახსოვს.

მოწმე ე-–------ გ----–-ას ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს შ-------------------------------–-------------–-- თანამდებობაზე. 2017 წლის 9 აპრილს თანამშრომელმა თ----- ბ---–-------ამ მიიღო ინფორმაცია, რომ ა---------–- დ------–--- შ-------მ მოკლა გ---–- და მისი მეუღლე. მის მიერ გამოკითხული იქნა მათი შვილი გ------- წ----–-----, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.

მოწმე გ---- ჩ------ნის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს პ---–-–-------------------–-------------------------–-- თანამდებობაზე. 2017 წლის 9 აპრილის დასაწყისში შესასრულებლად დაეწერა თანამშრომლის პატაკი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. მის მიერ გამოკითხული იქნა მოწმეები თ----- წ----–-----, გ------- წ----–-----, ბ--–- ჩ----–---ა, ა------- მ---–-----, ე-–------ გ----–-ა და გარდაცვლილებს გადაუღო ფოტოსურათები.

მოწმე თ----- ბ---–-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს ა----------------–-–-------------------–------------ ოპერატიული თანამშრომლის თ.ანამდებობაზე. შემთხვევის დროს იყო მორიგე ზ---------- რ------ს ს------– ო---------–ი გადმომსვლელებთან ჰქონდა ურთიერთობა და ამ დროს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია გ--–-- რ------ს ს------– ს----ში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე. ინფორმაციის თანახმად 2017 წლის 9 აპრილს დ------–--- შ-------მ ჩაიდინა გ-- წ----–-----ს და მისი მეუღლის მკვლელობა.

2017 წლის 14 მაისის ამოღების ოქმით დადგენილ--, რომ ზ---------- რ------ს ს------– შ-------–- მცხოვრებ ნ----- ჯ------გან ამოღებული იქნა დ------–--- შ-------ს მართვის მოწმობა და პასპორტი.

მოწმე ბ--–- ჩ---–--–--ას სასამართლო სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებული ჩვენებით დგინდება შემდეგი: გადმოცემით იცის, რომ ს------- შ--–--------ის და გ---–- წ----–-----ს მკვლელობა ჩაიდინა დ------–--- შ-------მ. მათი გასვენების წინა საღამოს, როდესაც ხდებოდა მათი გაპატიოსნება და გასვენებისთვის მომზადება, გ------- წ----–-----ს თხოვნით გვამებს გადაუღო ფოტოსურათები. მის მიერ გადაღებული იქნა 10 ფოტოსურათი. ს------- შ--–--------ე და გ---–- წ----–-----ს აღენიშნებოდათ ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული დაზიანებები.

2017 წლის 19 ივნისის ამოღების და იმავე თარიღის ფოტოსურათების დათვალიერების ოქმებით დადგენილ--, რომ მოწმე გ------- წ----–-----ს მიერ წარდგენილი და ამოღებული იქნა მისი აწ გარდაცვლილი მშობლების: გ---–- წ----–-----ს და ს------- შ--–--------ის 10(ათი) ცალი ფოტოსურათი, რომლებიც გ------- წ----–-----ს განმარტებით, გადაღებული იქნა გ---–- წ----–-----ს და ს------- შ--–--------ის დაკრძალვის წინა საღამოს, როდესაც ხდებოდა მიცვალებულთა გაპატიოსნება და დაკრძალვისთვის მომზადება. ამოღებული ფოტოსურათები დაინომრა 1(ერთი)-დან 10(ათი)-ს ჩათვლით, წარედგინა ამოღების მონაწილეებს, დათვალიერდა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. ამოღებული ნივთები: 1. ფოტოსურათი N2-ზე გამოსახულ-- მამრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა ქვედა კიდურზე და მუცლის არეში ამჩნევია ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობა; 2. ფოტოსურათი N3-ზე გამოსახულ-- მამრობითი სქესის პირი, რომელსაც ზურგის არეში, ბეჭთან ამჩნევია ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობა; 3. ფოტოსურათი N4-ზე გამოსახულ-- მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა და მარცხენა მკლავები შეხვეული აქვს სამედიცინო ბინტით, ასევე სამედიცინო ბინტი დაკრულ-- მარჯვენა ლავიწის ძვალთან; 4. ფოტოსურათი N5-ზე გამოსახულ-- მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მუცლის არეში მარჯვენა მხარეს ემჩნევა ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობა; 5. ფოტოსურათი N6-ზე გამოსახულ-- მდედრობითი სქესის პირის ქვედა კიდურები და ფოტოსურათზე გამოსახულ პირს მარჯვენა ქვედა კიდურზე ამჩნევია ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობა; 6. ფოტოსურათი N7-ზე გამოსახულ-- მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა მკლავზე, მარცხენა ლავიწის ძვალთან და მუცლის არეში ადევს სისხლ--ნი სამედიცინო ბინტი; 7. ფოტოსურათი N8-ზე გამოსახულ-- მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მკერდის არეში ადევს სისხლ--ნი სამედიცინო ბინტი; 8. ფოტოსურათი N9-ზე გამოსახულ-- მდედრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა ზედა კიდურზე, მკლავის არეში ადევს სისხლ--ნი სამედიცინო ბინტი; 9. ფოტოსურათი N10-ზე გამოსახულ-- მამრობითი სქესის პირი, რომელსაც მუცლის მარჯვენა მხარეს იღლიის არეში ამჩნევია ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობა. 10. ფოტოსურათი N1-ზე გამოსახულ-- მამრობითი სქესის პირი, რომელსაც მარჯვენა ქვედა კიდურზე, ბარძაყის არეში ამჩნევია ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობა.

2018 წლის 24 იანვრის ს------–------------------------------------------------- ნ---- კ------ის გამომძიებლისადმი მიმართვით დადგენილ--, რომ ს------–-----------------------------------–- დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გ---–- წ----–-----სა და ს------- შ--–--------ის ფოტოსურათების საფუძველზე. ვინაიდან, ფოტოგამოსახულება არ წარმოადგენს სასამართლო-სამედიცინო კვლევის ობიექტს, ექსპერტიზა ვერ ჩატარდა.

2018 წლის 1 მარტის საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილ--, რომ დ------–--- შ-------მ 2010 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახელმწიფო საზღვარი ოფიციალურად გადაკვეთა ორჯერ: 2014 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 27 ნოემბრამდე და 2014 წლის 28 ნოემბრიდან 2015 წლის 11 იანვრამდე პერიოდში.

2018 წლის 19 მარტის ამოღების ოქმით დადგენილ--, რომ ექსპერტ-კრიმინალისტ დ----- ფ-–-–--ს მონაწილეობით მოწმე ლ-- ზ-----სგან ამოღებული იქნა ტყვიის გულა. ლ-- ზ-----ს განმარტებით, 2017 წლის მაისის თვის ბოლოს, გ---–- წ----–-----სა და მისი მეუღლის ს------- შ--–--------ის გარდაცვალებიდან დაახლოებით თვენახევარში იმყოფებოდა გ--–-- რ------ს ს------– ს----ში გ---–- წ----–-----ს სახლში, რა დროსაც იატაკზე, იმ ოთახში, სადაც დ------–--- შ-------მ ესროლა გ---–- წ----–-----ს, იპოვა ერთი ცალი ტყვიის გულა. ამოღებული ტყვიის გულა წარმოადგენს მეტალს, არის 21 მმ სიგრძის, ოქროსფერი შეფერილობის.

2018 წლის 29 მარტის ბალისტიკური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დაგდენილ--, რომ 2. 3. 4. ექსპერტიზაზე წარდგენილი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული 1974 წლის ნიმუშის 5,45X39მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილი - ტყვია, განკუთვნილი 1974 წლის ნიმუშის 5,45მმ კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „A----“, „A-----“, „A-----У“ ავტომატებისათვის, „P--“ ხელის ტყვიამფრქვევებისათვის და სხვა. ტყვია ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილ-- 5,45მმ კალიბრის იარაღიდან, რომელიც გათვალისწინებულ-- 1974 წლის ნიმუშის, 5,45X39მმ კალიბრის ვაზნების გასასროლად. წარდგენილ ტყვიაზე აშკარა ასხლეტის კვალი არ აღენიშნება.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--ა რ--------ამ.

2018 წლის 4 აპრილის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დადგენილ--, რომ გახსნილი და დათვალიერებული იქნა გ---–- წ----–-----ს და ს------- შ--–--------ის გვამების ფოტოსურათები.

2018 წლის 17 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილ--, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე თ----- წ----–-----სგან ამოღებულ იქნა გ---–- წ----–-----ს და ს------- შ--–--------ის სასაფლაოსთვის გადაღებული 5(ხუთი) ცალი ფოტოსურათი. N1 ფოტოსურათზე გამოსახულ-- რკინის მესერით შემოღობილი სასაფლაო, სადაც სურათზე ჩანს სამი საფლავის ქვა; N2 ფოტოსურათზე ასახულ-- რკინის მესერით შემოღობილი სასაფლაო, საფლავის ქვაზე გამოსახულ-- მდედრობითი და მამრობითი სქესის პირი; N3 ფოტოსურათზე გამოსახულ-- რკინის მესერით შემოღობილი სასაფლაო, სასაფლაოს შუაგულში, საფლავის ქვაზე ასახულ-- მდედრობითი და მამრობითი სქესის პირი; N4 ფოტოსურათზე გამოსახულ-- საფლავის ქვა. საფლავის ქვაზე ასახულ-- მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის სურათი. საფლავის ქვაზე გამოსახული მამრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: გ-- ბ-------- ძე წ----–----- 1-------7, ხოლო მდედრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: ს-------- რ------ ასული შ--–--------ე-წ----–----- 1--------; N5 ფოტოსურათზე გამოსახულ-- საფლავის ქვა. საფლავის ქვაზე ასახულ-- მამრობითი და მდედრობითი სქესის პირის სურათი. საფლავის ქვაზე გამოსახული მამრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: გ-- ბ-------- ძე წ----–----- 1-------7, ხოლო მდედრობითი სქესის პირის სურათის ქვემოთ იკითხება წარწერა: ს-------- რ------ ასული შ--–--------ე-წ----–----- 1--------.

2018 წლის 17 აპრილის ფოტოსურათების დათვალიერების ოქმით დადგენილ--, რომ დათვალიერებულ იქნა მოწმე თ----- წ----–-----სგან ამოღებული მისი მშობლების სასაფლაოსთვის გადაღებული ფოტოსურათები.

აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს, რაც სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, არადამაჯერებელ--, ეწინააღმდეგება და ვერ აბათილებს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ------–--- შ-------მ ჩაიდინა: 1. ორი პირის - გ---–- წ----–-----სა და ს------- შ--–--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება და 3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან დ------–--- შ------- თავს არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლ-- ბრალდების მხარის ყველა სადაო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ------–--- შ-------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა ყველაზე უფრო საშიშ და მძიმე მკვლელობას წარმოადგენს. სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ-- ორი ან მეტი პირის მკვლელობა. ამგვარი მიდგომა სამართლ--ნია, ვინაიდან იგი ეხება რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობას. ასევე, დამნაშავის პიროვნების გაზრდილ საშიშროებას. ორი ან მეტი პირის მკვლელობის ქვეშ იგულისხმება ორი ან მეტი დაზარალებულისათვის სიცოცხლის მოსპობა, პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მცირე დროის განმავლობაში. აუცილებელ-- იმის გათვალისწინებაც, რომ დამნაშავე უნდა მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება. დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა დანაშაულის საგნად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუკი ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისთვის. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იარაღი არის მოწყობილობა ან საგანი, რომელიც კონსტრუქციულად (ე.ი. აგებულებით) განკუთვნილ-- ცოცხალი ან სხვა ობიექტის დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღი კი, არის იარაღი, რომელშიც ჭურვი ბიძგს იღებს ფეთქებადი ნივთიერების აფეთქების შედეგად წარმოქმნილი აირის მეშვეობით და რომელიც განკუთვნილ-- ობიექტის მანძილიდან მექანიკური დაზიანებისა და განადგურებისათვის. ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები. კერძოდ, ცოცხალი არსების გასანადგურებლად არაა საჭირო მისი ფიზიკური კონტაქტი სამიზნე ობიექტთან, არამედ უნარი აქვს მოსპოს იგი გარკვეული მანძილიდანაც. გასროლის შედეგად საბრძოლო მასალის მოქმედების მანძილი, ძალა და სხვა საზიანო თვისება არაა დამოკიდებული იმ პირის ფიზიკურ მონაცემებსა და პროფესიონალიზმზე ვინც მოახდინა გასროლა. ცეცხლსასროლ იარაღს აქვს უნარი ერთდროულად დააზიანოს რამდენიმე ობიექტი. საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა იქნება მართლსაწინააღმდეგო თუ იგი ხორციელდება „იარაღის შესახებ“ კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაჩუქარის მიღებას, ნაპოვნის დაუფლებას და შეძენა დამთავრებულ--, როცა პირს მიეცემა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.

იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არა აქვს. მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ ადგილას, მთავარია პირმა შეძლოს მისი გამოყენება, როცა დასჭირდება.

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, რომელიც გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცველ--, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა ან შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის დისპოზიცია გულისხმობს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას. ამ დანაშაულის ობიექტია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა, რაც აღიარებულ-- სახელმწიფოთა მსოფლიო თანამეგობრობისა და საერთაშო----ო ორგანიზაციების მიერ. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სახელმწიფო საზღვარზე დამნაშავის ფაქტობრივ გადაადგილებაში, რაც გულისხმობს როგორც საქართველოში შემოსვლას, ისე საქართველოდან გასვლას სათანადო დოკუმენტებისა და ნებართვის გარეშე.

სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას კი, სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილ-- საქმის სამართლ--ნი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლ--ნი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შო----, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76).

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელ--. პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულ-- და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელ-- იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლ--ნ სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდებულმა დ------–--- შ-------მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისათვის სომხეთის რესპუბლიკაში უკვე მოიხადა სასჯელი და იგივე ქმედებისათვის მისი დასჯა გამოიწვევს ორმაგ მსჯავრდებას, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლის თანახმად, „დაუშვებელ-- სისხლის სამართლის წესით პირის ხელმეორედ გასამართლება ან დასჯა ერთი და იმავე სახელმწიფოს იურისდიქციის ფარგლებში იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც ის ერთხელ უკვე იქნა საბოლოოდ გასამართლებული ან მსჯავრდებული ამ სახელმწიფოს კანონისა და სისხლის სამართლის პროცედურის შესაბამისად“. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშო----ო პაქტის მე-14 მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, „არავის მეორედ გასამართლება ან დასჯა არ შეიძლება დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი უკვე საბოლოოდ იყო მსჯავრდადებული ან გამართლებული თითოეული ქვეყნის კანონისა და სისხლის სამართლის პროცესუალური სამართლის შესაბამისად“.

აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ მიმართებით. განმეორებით სასჯელებთან დაკავშირებული საჩივრები, რომლებიც მოიცავს რამდენიმე ქვეყანას, კონვენციურმა ორგანოებმა დაუშვებლად ცნეს. მაგ.: საქმეებში – გესტრა იტალიის წინააღმდეგ და ამროლაჰი დანიის წინააღმდეგ სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებული საჩივრები და მიუთითა, რომ კონვენცია ne bis in idem (ხელმეორედ გასამართლების ან დასჯის აკრძალვა) პრინციპს არ უზრუნველყოფს, როდესაც ერთი და იმავე დანაშაულისათვის პირს განმეორებითი მსჯავრი შეიძლება დაედოს სხვადასხვა სახელმწიფოს სასამართლოების მიერ. საქმის ბარაგიოლა შვეიცარიის წინააღმდეგ განხილვისას კომისიამ დაადგინა, რომ მე-7 ოქმის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ne bis in idem-ის პრინციპი მოქმედებდა იმ შემთხვევაში, როცა პირი გასამართლებული ან დასჯილი იყო ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისათვის ერთი სახელმწიფოს სასამართლოების მიერ.

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდა, რომ დ------–--- შ-------მ ჩაიდინა: 1. ორი პირის - გ---–- წ----–-----სა და ს------- შ--–--------ის განზრახ მკვლელობის მცდელობა; 2. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება და 3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ------–--- შ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლ--ნი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლ--ნია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლ--ნობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლ--ნი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგო----ეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ უნდა გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ თითოეულ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება და მას დაცვა სჭირდება. როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშო----ო აქტით გარანტირებულ-- სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, რასაკვირველ--, ცივილიზებული ფორმებით.

სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურსამართლებრივი უფლება, რომელსაც კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის პრაქტიკაში ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა (ბუზურტანოვა და ზარხმატოვა რუსეთის წინააღმდეგ (Buzurtanova and Zarkhmatova v. Russia), განაცხადი no. 78633/12 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 5 ნოებრის გადაწყვეტილების პუნქტი 101). მასში გათვალისწინებულ-- ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (ჰაასი და საბო უნგრეთის წინააღმდეგ (Haász and Szabó v. Hungary), განაცხადი nos. 11327/14 და 11613/14 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილების პუნქტი 49). (იხ. mutatis mutandis, ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).

სასამართლო ზემოთაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, წარსულ ცხოვრებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის ნასამართლევი, არ აღიარა ჩადენილ ქმედება. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლ--ნობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

- დ------–--- შ-------ს პასპორტი და მართვის მოწმობა, რომლებიც ინახება ა----------------–-–-------------------–-, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ტყვიის გულა უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ფოტოსურათები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ------–--- შ------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

- საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, დ------–--- შ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 18 (თვრამეტი) წლის ვადით.

3. დ------–--- შ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 17 ოქტომბრიდან - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N-----–-------–---–- შესახლების მომენტიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 სექტემბრიდან 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.

4. ნივთმტკიცება:

- დ------–--- შ-------ს პასპორტი და მართვის მოწმობა, რომლებიც ინახება ა----------------–-–-------------------–-, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ტყვიის გულა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

- ფოტოსურათები დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დ----- მგელ--შვილი