,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№229
სარეგისტრაციო კოდი
400.010.020.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 67, 05/05/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №229

2008 წლის 2 მაისი

ქ. თბილისი

ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. 2008 წლის 8 მაისს გაიხსნას (ამოქმედდეს) ყულევის საზღვაო ნავსადგურის სასაზღვრო გამტარი პუნქტი.

2. ყულევის საზღვაო ნავსადგურის სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლები განისაზღვროს ყულევის საზღვაო ნავსადგურის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღვრების შესაბამისად.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაატაროს სათანადო ღონისძიებები ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო და სხვა სახის კონტროლის განხორციელების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ““?
დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ““ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.05.2008.
როდის იქნა მიღებული „,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ““?
„,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ““ მიღებულია 02.05.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №229. სარეგისტრაციო კოდი — 400.010.020.08.002.004..
სად არის „,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.05.2008 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ყულევის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო გამტარი პუნქტის გახსნისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტის ფარგლების განსაზღვრის შესახებ““, №229, 02.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.010.020.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 02.05.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102868/