„საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №174
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად:
1. „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულების („საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული“, 1996 წლის თებერვალი) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის“ (სნსკ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვას და აქციონერის უფლებამოსილებებს ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საწარმოთა მართვის სააგენტო, გარდა აქციების პრივატიზებასთან ან/და განკარგვასთან დაკავშირებული უფლებამოსილებებისა, რასაც ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.
2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საწარმოთა მართვის სააგენტომ უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.02.2006.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”?
- „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” მიღებულია 27.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №174. სარეგისტრაციო კოდი — 300.380.000.08.002.003.
- სად არის „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.02.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 20 თებერვლის №178 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, №174, 27.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.380.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97444/